ფეხბურთი

3:06 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ლევერკუზენმა“ პოზიცია გაიმყარა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის მატჩი გულშემატკივრებით სავსე „სიგნალ იდუნა პარკზე“ ჩატარდა, სადაც „დორტმუნდმა“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა. მეორე-მესამეადგილოსანთა დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევდა და ცხადი იყო, რომ გუნდები 3 ქულისთვის მაქსიმალურად დაიხარჯებოდნენ.

მოგეხსენებათ, ტრავმების გამო, იურგენ კლოპის გუნდს დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვს და ამან, გარკვეულწილად, დღევანდელ შეხვედრაშიც იჩინა თავი. გადამწყვეტი ერთადერთი გოლი გამოდგა - მე-18 წუთზე, სტუმრებმა მასპინძლების არადამაჯერებელი მოქმედებით ისარგებლეს, კორეელმა სონ-ჰიუნ მინმა კი, სწრაფი იერიში გოლით დააგვირგვინა.

მე-2 ტაიმში, „დორტმუნდს“ ანგარიშის გათანაბრების შანსები ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. „ლევერკუზენმა“ გაიმარჯვა და კლოპის გუნდთან სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა.

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბრემენის „ვერდერს“ შავი დღე აყარა და თავისი გულშემატკივრების წინაშე გვარიანად შეარცხვინა. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილები აბსოლუტურ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რაც ანგარიშშიც ნათლად აისახა. მიუნხენელებმა „მუსიკოსებს“ 7 უპასუხო ბურთი გაუტანეს და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს.

უხვგოლიანი გამოდგა „შტუტგარტისა“ და „ჰანოვერის“ დაპირისპირებაც. მარტინ ჰარნიკის გოლის წყალობით, შტუტგარტელები მე-13 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ დაახლოებით 15 წუთში, უკვე მარცხდებოდნენ. მასპინძლები თამაშის მიმდინარეობას არ შეეგუენ და წონასწორობაც მალევე აღადგინეს - 2:2.

მე-2 ტაიმში, იბრაიმა ტრაორესა და კონსტანტინ რაუშის გოლების წყალობით, „შტუტგარტმა“ უპირატესობა დაიბრუნა და საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა.

ბევრისთვის მოულოდნელად, „შალკემ“ და „ჰამბურგმა“ ტური უქულოდ დაასრულეს. გელზენკირხენელები „გლადბახს“ ეწვივნენ და ქულის გადარჩენაც ვერ მოახერხეს, ბერტ ვან მარვეიკის „ჰამბურგი“ კი, თავის მოედანზე, „აუგსბურგთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 42100

ვერდერი - ბაიერნი 0:7 (0:3)

ვერდერი: ვოლფი, ლუკიმია-მულონგოტი, სელასი, კალდიროლა, გარსია, ფრიცი, მაკიადი (ბარგფრედე 61), ჰანტი (ილდირიმი 72), ელია, პეტერსენი, დი სანტო (ეკიჩი 61).

მწვრთნელი: რობინ დუტი

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი (დანტე 62), ალაბა, რიბერი, კროოსი (კირჰგოფი 70), ტიაგო (პისარო 76), გიოტცე, მიულერი, მანჯუკიჩი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 ლუკიმია-მულონგოტი (21), 0:2 ვან ბუიტენი (27), 0:3 რიბერი (37), 0:4 მანჯუკიჩი (60), 0:5 მიულერი (69), 0:6 რიბერი (82), 0:7 გიოტცე (90)

გაფრთხილებები: კალდიროლა (38), მაკიადი (45), დი სანტო (57), ლუკიმია-მულონგოტი (77) - ბოატენგი (32)

კარში დარტყმა: 6 (3) – 17 (15) ჯარიმა: 16 - 17 კუთხური: 2 - 7 თამაშგარე3 - 2 ბურთის ფლობა: 31% - 69% სეივი8 – 3

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 54000

გლადბახი - შალკე 2:1 (2:1)

გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, იანჩკე, არანგო, რაფაელი (ბრაუვერსი 88), ჯაკა, კორბი, კრამერი, კრუზე (დე იონგი 83), ჰერმანი (ნორდტვეიტი 90). 

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

შალკე: ფერმანი, უჩიდა, ჰიოვედესი, სანტანა, მატიპი, კოლაზინაკი (ფუკსი 81), ბოატენგი, ფარფანი, ნოიშტედტერი (სალაი 84), დრაქსლერი (კლემენსი 89), მეიერი.

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლები: 0:1 ფარფანი (17პ.), 1:1 რაფაელი (24), 2:1 კრუზე (45პ.)

გაფრთხილებები: კორბი (17) - ჰიოვედესი (34), უჩიდა (67), მეიერი (72), ნოიშტედტერი (80)

გაძევება: ჰიოვედესი (44)

კარში დარტყმა:19 (10) – 9 (6) ჯარიმა: 12 - 19 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე2 - 2 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი5 – 8

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 42000

აინტრახტი - ჰოფენჰაიმი 1:2 (0:0)

აინტრახტი: ტრაპი, სამბრანო, ოჩიპკა, ანდერსონი, იუნგი, შვეგლერი, ინუი (როზენტალი 67), ფლიუმი, როდე (ლაკიჩი 85), კადლეცი (შრეკი 88), ხოსელუ.

მწვრთნელი: არმინ ფე

ჰოფენჰაიმი: გრალი, ბეკი, ვესტერგორი, ტოლიანი, ზიულე, პოლანსკი, რუდი, ფირმინო, შიპლოკი (მოდესტი 69), ჰერდლინგი (ჯონსონი 73), ფოლანდი (სალიჰოვიჩი 79).

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 0:1 შიპლოკი (46), 1:1 ხოსელუ (48), 1:2 ფირმინო (51)

გაფრთხილებები: ფლიუმი (32), შვეგლერი (36), ხოსელუ (76), როდე (83), ანდერსონი (90) - ფოლანდი (76), ფირმინო (78)

კარში დარტყმა: 13 (6) – 10 (6) ჯარიმა: 26 - 28 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე2 - 3 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი4 – 5

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 48000

შტუტგარტი - ჰანოვერი 4:2 (2:2)

შტუტგარტი: ულრაიხი, შვაბი, რაუში, საკაი, რიუდიგერი, ტრაორე (სარარერი 89), ლაიტნერი, ხედირა (იორგენსენი 80), იბიშევიჩი (აბდელაუიე 90), ჰარნიკი, ვერნერი.

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, პოკონიოლი (პანდერი 61), საკაი, ანდრეასენი, ჰოფმანი (შლაუდრაფი 67), სანე, ჰუსტი, შმიდებახი (ბიტენკორტი 73), დიუფი, სობეხი.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

გოლები: 1:0 ჰარნიკი (13), 1:1 სობეხი (27), 1:2 სანე (31), 2:2 იბიშევიჩი (33), 3:2 ტრაორე (52), 4:2 რაუში (84)

გაფრთხილებები: რიუდიგერი (30) - დიუფი (18), შლაუდრაფი (83)

კარში დარტყმა: 13 (10) – 14 (8) ჯარიმა: 15 - 20 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე4 - 2 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი6 – 6

 

ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 47000

ჰამბურგი - აუგსბურგი 0:1 (0:1)

ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ჯურუ, მანსენი, ტა, რინკონი (ილიჩევიჩი 60), ბაისტერი (რუდნევი 79), ბადელი, არსლანი, ჩალხანოღლუ, ლასოგა.

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი

აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ვერნერი (დე იონგი 90), ბაიერი, ჰანი, ფოგტი, ბობადილია (მიოლდერსი 86), ალტინტოპი (ჰოლცჰაუზერი 76).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლი: 0:1 ბობადილია (18)

გაფრთხილებები: ბაისტერი (78), არსლანი (84) - ვერნერი (63)

კარში დარტყმა: 8 (5) – 16 (5) ჯარიმა: 16 - 18 კუთხური: 7 - 11 თამაშგარე0 - 1 ბურთის ფლობა:  53% - 47% სეივი4 – 5

 

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 81000

დორტმუნდი - ლევერკუზენი 0:1 (0:1)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ფრიდრიხი, პაპასტატოპულოსი, დურმი, შაჰინი (პიშჩეკი 82), ბლაშჩიკოვსკი (ჰოფმანი 67), ბენდერი (როისი 63), მხითარიანი, გროსკროიცი, ობამეიანგი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ლევერკუზენი: ლენო, სპაჰიჩი, ტოპრაკი, დონატი, კასტრო (კორი 89), როლფესი, ბენდერი, ჰეგელერი (კრუზი 78), კანი, კისლინგი, ჰიუნ-მინი (ვოლშაიდი 82).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

გოლი: 0:1 ჰიუნ-მინი (18)

გაფრთხილებები: პაპასტატოპულოსი (69) - ჰეგელერი (58), კანი (61), კასტრო (80), ვოლშაიდი (90)

გაძევებები: პაპასტატოპულოსი (90) - სპაჰიჩი (80)

კარში დარტყმა: 11 (7) – 6 (2) ჯარიმა: 18 - 26 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 1 – 7

0.219534