ფეხბურთი

19:50 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლევერკუზენი” ბენდერს არ ყიდის

გერმანული “ლევერკუზენის” გენერალური დირექტორი მიხაილ რეშკე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისმა გუნდმა, ლარს ბენდერის ტრანსფერის თაობაზე, შეთავაზება მიიღო.

“ბენდერის ტრანსფერის თაობაზე არანაირი წინადადება არ მიგვიღია. მის გაყიდვას არ ვაპირებთ.” – ციტირებს რეშკეს სიტყვებს Goal-ი.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ბენდერის შეძენით “არსენალია” დაინტერესებული. ლონდონელებმა “ლევერკუზენს” 18.5 მილიონი ფუნტი შესთავაზეს და უარის მიღების შემდეგ, თანხა 20 მილიონამდე გაზარდეს.

0.120178