ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ხოაკინ კაპაროსი, მომდევნო სეზონიდან, “ლევანტეს” გაწვრთნის.
ვალენსიელების ამჟამინდელ დამრიგებელს, ხუან იგნასიო მარტინესს კლუბთან არსებული კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება. დღეს, ცნობილი გახდა, რომ “ბაყაყებმა” ხოაკინ კაპაროსთან შეთანხმებას მიაღწიეს და 57 წლის სპეციალისტი გუნდს 2013-14 წლების სეზონში გაწვრთნის.
ხოაკინ კაპაროსი გამოცდილი მწვრთნელია. 1981 წლიდან დღემდე, მას არაერთ გუნდში უმუშავია. მათ შორის გამოვყოფთ “ვილიარეალს”, “სევილიას”, “დეპორტივოს”, “ბილბაოსა” და “მალიორკას”. უკანასკნელ მათგანს კაპაროსი 2011-13 წლებში წვრთნიდა.