ფეხბურთი

3:50 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ლევანტემ“ უშუალო კონკურენტს სძლია

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ახალი ტური „ლევანტესა“ და „ელჩეს“ დაპირისპირებამ გახსნა. მატჩამდე, გუნდებს თანაბარი 17–17 ქულა ჰქონდათ და სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.

„ლევანტე“, როგორც მასპინძელი გუნდი, ფავორიტად ითვლებოდა და სტატუსი გაამართლა კიდეც, მაგრამ ეს იოლი არ ყოფილა. 26–ე წუთზე, რუმინელმა კრისტიან სეპუნარუმ „ელჩე“ დააწინაურა დავალენსიელებს თავსატეხი გაუჩინა.

მიუხედავად ამისა, „ლევანტე“ არ გატყდა და დავიდ ბარალის დუბლის წყალობით, 3 ქულა მოიპოვა – 2:1.

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 12800

ლევანტე – ელჩე 2:1 (1:1)

ლევანტე: ნავასი, ხუანფრანი, ლოპესი, კარაბელასი, ვინტრა, დიოპი, პინტუ (გარსია 46), ელ–ზჰარი 80), სიმანი, რიოსი, დიავარა (ბარალი 38).

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

ელჩე: ტონიო, სეპუნარუ (მანტეკონი 75), ალბაკარი, პელეგრინი, ბოტია, სანჩესი, პერესი, ჩავესი (ნიხესი 64), ხილი, კორომინასი, ბოაკიე (ერერა 79).

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: 0:1 სეპუნარუ (26), 1:1 ბარალი (41), 2:1 ბარალი (80)

გაფრთხილება: ვინტრა (39), კარაბელასი (57), ელ–ზჰარი (72), კსუმეტრა (90) – ბოაკიე (65), ბოტია (75), მანტეკონი (85), ერერა (90)

კარში დარტყმა: 9 (3) – 7 (2) ჯარიმა: 11 - 9 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 1 – 1

0.112265