ფეხბურთი

16:40 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის მეუღლე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

 

პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელმა და "დორტმუნდის" ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ სიამაყით აღნიშნა, რომ მისი მეუღლე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა კარატეში. ანა ლევანდოვსკი გახლდათ პოლონეთის იმ ნაკრებში, რომელმაც პრაღაში ფუდოკან-კარატეში გუნდური ჩემპიონობა მოიპოვა.

"მე ვამაყობ ანათი" – ამბობს რობერტ ლევანდოვსკი.

ამასთან, პოლონელმა ფორვარდმა იმედი დაიტოვა, რომ "ბაიერნს" კრიზისი დაეწყება და დორტმუნდელებს ბუნდესლიგის ჩემპიონობის შანსი გაუჩნდებათ.

"იმედი არ დამიკარგავს. როგორც წინა წლებში, "დორტმუნდი" ამჯერადაც იმედიანადაა და ტიტულების მოპოვებას ესწრაფვის".

0.12448