გერმანული “დორტმუნდის” ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი აცხადებს, რომ მან, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.
“გადაწყვეტილებას მომდევნო წელს გავახმოვანებ. ყველაფერზე ჩამოვყალიბდი. ჩემთან მოლაპრაკებების წარმოებას აზრი აღარ აქვს. გადაწყვეტილება მტკიცეა.
“დორტმუნდში” თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ მომდევნო სეზონიდან ახალი გამოწვევები მჭირდება.” – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Bild-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ლევანდოვსკის შეძენით “ბაიერნი” და “ბარსელონა” არიან დაინტერესებულნი. სავარაუდოდ, პოლონელი თავდამსხმელი კარიერას ამ გუნდთაგან ერთ-ერთში განაგრძობს.