პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კლუბის ხელმძღვანელობასთან არსებული კონფლიქტი მოაგვარა.
საქმე ისაა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მისი შეძენა მიუნხენის “ბაიერნს” სურდა, მაგრამ კლუბმა პოლონელის გაშვება არ ისურვა და ამან 25 წლის ფორვარდი გაანაწყენა. ბუნდესლიგის მეორე ტურში “აინტრახტთან” გამარჯვების შემდეგ მან Kicker-ს განუცხადა, რომ ნაწყენი აღარაა და ჩვეულ საქმეს სრული პასუხისმგებლობით ეკიდება.
“გუნდში კიდევ ერთი წლით ვრჩები. ყველა პრობლემა უკან მოვიტოვეთ, სიტუაციაში გავერკვიეთ და ეს საქმე დავხურეთ. შეცდომები ორივე მხრიდან იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა”, - განაცხადა ლევანდოვსკიმ, რომელმაც ბუნდესლიგის გასული სეზონის 31 მატჩში 24 გოლი გაიტანა, მიმდინარე გათამაშების ორ შეხვედრაში კი, მეტოქის კარი ერთხელ დალაშქრა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დინაოს მიცეენ პირსჰი ტუ გავა ლიგაზე და მასჰინ ვიცინებ
ბათუმი უფრო არ ჯობია რათ გინდათ ყალბი დინამოობა დინამოს თბილის იცნობენ ყველა
მაგ ლოგიკით,დინამო კიევს უფრო იცნობენ
ბარემ ტორპედოს ნაცვლად ქუთაისი ჩაწერეთ,შუქურას ნაცვლად ქობულეთი,ლოკომოტივის და საბურთალოს ნაცვლად თბილისი და ასე შემდეგ...თითოეულ თუგინდ მცირე დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს,მითუმეტეს ჟურნალისტიკაში
ეს უფრო ირონიული მიდგომაა,რათქმაუნდა არაპროფესიონალიზმთან ერთად...დინამო ბათუმი დინამო თბილისზე 2 წლით ადრე დაარსდა და მას შემდეგ დინამო ქვია და ესენი სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ მემგონი
რა პრობლემაა რო მიაწერონ დინამო თბ და დინამო ბთ, რატო აწერია დინამო თბილისს დინამო და ჩვენ ბათუმი ვერ ვხვდები
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
მართლა როდემდე შეიძლება ამ ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმი
ბათუმი არ ქვია ამ გუნდს რა ვერ გაიგო ამ ხალხმა. სტატიაში რომ გიწერია დინამო გვერდით ცხრილს სხვა გიდგენთ ბათუმი რომ გიწერიათ? თუ ორ დინამოს ვერ წერ მაშინ შენს დინამოზე დაწერე თბილისი და ბათუმლების დინამოზე დინამო