მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “დორტმუნდის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგდება. პოლონელს დორტმუნდელებთან კონტრაქტი ეწურება და “რეკორდმაისტერში” თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება.
ლევანდოვსკი დუმილს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, მაგრამ Abdendzeitung-თან საუბარში, თავისი არჩევანი ღიად დააფიქსირა.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, პოლონელის ანგარიშზე 11 გოლია.