რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
მან ეს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გიბრალტართან მოგებულ (7:0) მატჩში გატანილი ოთხი გოლის წყალობით მოახერხა.
ლევანდოვსკიმ წარსულში პოლონეთის ნაკრების ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს გაასწრო, როგორიც დარიუშ ძეკანოვსკი, ები სმოლიარეკი (20-20 გოლი) და ერნესტ ვილიმოვსკი (21) არიან.
ამჟამად, ლევანდოვსკის მონაგარი 63 მატჩში 23 გოლია. ის მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება პოლონეთის საფეხბურთო კავშირის მოქმედ პრეზიდენტ ზბიგნევ ბონეკს.