პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩერნოგორიასთან 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ მსაჯებს შემოწყრა.
კრიტიკა ჰოლანდიელ ბერნ კეიპარსს დაატყდა, რომელმაც სტუმართა კარში ასპროცენტიანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და დამატებული დროის უკანასკნელ წუთზე, საეჭვო თამაშგარის გამო კადრის გოლი არ ჩათვალა.
“არ მესმის რატომ არ ჩაგვითვალა მსაჯმა ასპროცენტიანი გოლი. ვფიქრობ, არანაირი თამაშგარე არ იყო. კარგი იქნებოდა მეორე გოლი პირველსავე ტაიმში გაგვეტანა. ასეთ შემთხვევაში მეორე ნახევარი სულ სხვაგვარად ჩაივლიდა” - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
ამ მომენტისთვის პოლონეთს 7 თამაშიდან 10 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი უჭირავს და 5 ქულით ჩამორჩება მეორეზე მყოფ ჩერნოგორიას, რომელსაც ერთი შეხვედრით მეტი აქვს ჩატარებული.