ფეხბურთი

11:47 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: “ჯერ მხოლოდ დარჩენილ თამაშებზე ვფიქრობ”

დორტმუნდის “ბორუსიას” პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ სეზონის დასრულებამდე დარჩენილ თამაშებზეა კონცენტრირებული და ჯერ არ ფიქრობს იმაზე, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

“ახლა სატრანსფერო თემაზე ფიქრი რომ დავიწყო, საქმის კეთებაში ხელი შემეშლება. “ბორუსიას” წინ კიდევ ორი თამაში აქვს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მინდა, ამ მატჩებში გუნდისთვის მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო”, – უთხრა ლევანდოვსკიმ ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას.

 


 

0.115162