ფეხბურთი

18:21 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: “ბორუსიასთან” დაპირისპირება განსაკუთრებული იქნება”

მიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენელთა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ახალ კლუბში ადაპტაციაზე ისაუბრა.

პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დორტმუნდის “ბორუსიასთან” მომავალ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული დაპირისპირება მისთვის განსაკუთრებულია.

“ბაიერნში” გადასვლა ჩემს კარიერაში ახალი ეტაპია. აქ ძალიან კარგად დამხვდნენ, რაც ადაპტაციაში ძალიან მეხმარება. გუნდი უკვე კარგად გავიცანი და აქ უკეთესი გარემოა, ვიდრე “ბორუსიაში”. შემდეგი თამაშისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე ფეხბურთელებიც შემოგვიერთდებიან და გუნდი ბოლომდე შეიკვრება.

რაც შეეხება, გერმანიის სუპერთასის შეხვედრას, ეს ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იქნება. დორტმუნდში ხომ რამდენიმე დაუვიწყარი სეზონი გავატარე. მაგრამ ახლა “ბაიერნის” ფეხბურთელი ვარ და “ბორუსია” უკვე წარსულია. “ – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

პოლონელი თავდამსხმელი “ბაიერნში” უკვე სამი კვირაა ვარჯიშობს და ოთხ ამხანაგურ თამაშში ოთხი გოლის გატანა მოახერხა.

ცნობისათვის, გერმანიის სუპერთასის შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართება.

ლევან გოგოტიშვილი

0.130064