“დორტმუნდის” პოლონელი ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას კარიერის მიუნხენის “ბაიერნში” გაგრძელება ჰქონდეს გადაწყვეტილი.
“იანვარში, სხვა გუნდთან კონტრაქტის გაფორმების უფლება მექნება, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ ამას “ბაიერნთან” გავაკეთებ. უბრალოდ, ერთ-ერთ ინტერვიუში, არასწორად გამიგეს.
ერთ დროს, ინგლისში თამაში მინდოდა. ეს ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იქნებოდა.” – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს The Telegraph-ი.