სხვა

22:19 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანმა მაია აზარაშვილს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

11 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მაია აზარაშვილს, მძლეოსნობაში სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონს და თასის მფლობელს, სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

მინისტრმა ვეტერან მძლეოსანს მძლეოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მაია აზრაშვილი ამჟამად, სპორტი ყველასათვის ფედერაციის პრეზიდენტია და სხვდასხვა სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული.

მაია აზარაშვილი

დაიბადა 06.04.1964, თბილისი. მძლეოსნობა, სპრინტი. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (ესტაფეტა, 4 X 100 მ) და ფინალური გარბენის მონაწილე (200 მ, VII ადგილი), 1996 წლის ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (ფინალურ გარბენში ვერ მოხვდა). სსრკ ჩემპიონი და კეთილი ნების თამაშების მეორე პრიზიორი 200 მ რბენაში (1986), სსრკ თასის მფლობელი (1988). საუკეთესო პირადი შედეგი: 100 მ - 11,08 წმ;  200 მ - 22,24 წმ (ორივე შედეგი ნაჩვენებია 1988 წელს კიევში და დღემდე საქართველოს რეკორდია).

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116016