ჭიდაობა

15:20 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანმა გურამ საღარაძეს იუბილე მიულოცა

ვეტერანი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გურამ საღარაძე 21 მარტს 75 წლის ხდება. 18 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ტიტულოვანი მოჭიდავე მეგობრებთან ერთად სამინისტროში მიიღო, იუბილე მიულოცა და საქართველოში ჭიდაობის განვითარების გზებზე ესაუბრა.

მოგეხსენებათ, გურამ საღარაძე მრჩეველთა საბჭოს 12 კაციანი გუნდის წევრი და ჭიდაობის მიმართულებით მინისტრის მრჩეველია.

 

გურამ საღარაძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავე  78 კგ.)

დაიბადა 1939 წლის 21 მარტს

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (1964, ტოკიო)

მსოფლიოს ჩემპიონი (1963, 1965)

მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი  (1966, 1967)

ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1968)

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.116077