სხვა

22:21 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი: “საქართველოს დროშა ოლიმპიურ თამაშებზე უნდა ფრიალებდეს”

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე თვლის, რომ სამთავრობო დელეგაციის გამგზავრება სოჭში მიზანშეწონილი არ არის და ოლიმპიური თამაშებზე მხოლოდ სპორტული დელეგაცია გაემგზავრება.

“ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ სპორტი არ უნდა გაიგივდეს პოლიტიკასთან, ხოლო თუ ჩვენი მოწინააღმდეგე სპორტს იყენებს პოლიტიკური ინტერესებისთვის, საქართველომ იგივე ნაბიჯი არ უნდა გადადგას და სპორტსმენები უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე უნდა გაემგზავრნონ. საქართველოს დროშა უნდა ფრიალებდეს ოლიმპიურ თამაშებზე”, - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

www.msy.gov.ge

0.115603