ფეხბურთი

20:23 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი: “სამინისტრო არასდროს იყო ცალკეული კლუბების დამფინანსებელი და არც იქნება”

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა TVSPORT-თან საფეხბურთო კლუბების დაფინანსებაზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, სპორტის სამინისტრო კლუბების დამფინანსებელი არასდროს იყო და არც ახლა იქნება.

ლევან ყიფიანი: "არსებობს ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც ახლა მუშაობს. ფეხბურთის ფედერაციას უნდა გააჩნდეს ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს განვითარება. სამინისტრო არასდროს იყო დამფინანსებელი ცალკეული კლუბებისა, სამინისტრო ხელმძღვანელობს მხოლოდ სახელმწიფო პროგრამებით, რომელიც მას გააჩნია და მუშაობს. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც იხელმძღვანელებს კონკრეტული ფედერაცია და მოხდება მისი დაფინანსება. დღესდღეობით მუშაობს ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომლითაც უკლებლივ ყველა თეთრს მოიხმარს ფეხბურთის ფედერაცია, იმ მოთხოვნის შესაბამისად, რასაც იგი წარმოადგენს."

- ინფორმაცია კლუბების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მხოლოდ თითიდან გამოწოვილი თემაა?

- კლუბებმა თვითონ ჰკითხონ თავიანთ თავს.

გიორგი ბალახაძე

0.110457