ძიუდო

14:22 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი: “ძიუდოს ინფრასტრუქტურის პრობლემა მოკლე დროში მოგვარდება”

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ძიუდოისტების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლებიც სავარჯიშო დარბაზის გამოყოფას ითხოვენ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს.

“რაც შეეხება სავარჯიშო პირობების შექმნას, ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და 11 ახალი სავარჯიშო დარბაზი შენდება ქვეყნის მასშტაბით. სანაკრებო დარბაზი კი ახლა რემონტის პროცესშია, რომელზეც მერია მუშაობს და რამდენიმე ხანში ისიც მწყობრში იქნება. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ მთლიანად ძიუდოს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც მოკლე დროში მოგვარდება”, - განმარტა მინისტრმა.

www.ipn.ge

0.117633