ფეხბურთი

16:12 | 12.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი: “დეტალებში რომ გავერკვევით, სასაუბრო მეტი გვექნება”

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის გაერთიანებული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების იდეა მისთვის ნაცნობია და ამ თემაზე თავადაც უმუშავია. მისი კომენტარი ხსენებული სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ლევან ყიფიანი: “ყველა იდეა, რაც სპორტის განვითარებას ეხება, საინტერესოა და რა თქმა უნდა, მივესალმებით. ეს პროექტი ჩემთვის ცნობილია. ამ პროექტზე მე თავად ვმუშაობდი. მისაუბრია როგორც აზერბაიჯანულ ასევე ყაზახურ მხარესთან. თუმცა, ისიც ვიცი, რა სიძნელეები შეიძლება შეგვხვდეს. ჯერ დეტალები ცნობილი არ არის და დეტალებში რომ გავერკვევით სასაუბრო მეტი გვექნება და საზოგადოებისთვის მოსაყოლი. ეს პროექტი განიხილება როგორც ბიზნესპროექტი. სახელმწიფოს ინტერესია, განვითარდეს ფეხბურთი და კლუბები. თუ რა ფორმით მიიღებს სახელმწიფო მონაწილეობა ამ წამოწყებაში, ცნობილი გახდება, როდესაც პროექტი მზად იქნება”.

0.121418