ფეხბურთი

23:01 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: "ნაკრებს ასეთი ცუდი შედეგი ჰქონდეს და მწვრთნელი ასე გაბედულად და ამდენს ლაპარაკობდეს, პირველად მესმის"

 

თემურ ქეცბაიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლევან ყენია არა მხოლოდ როგორც პიროვნება, არამედ როგორც ფეხბურთელიც არ აკმაყოფილებს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ყენია და გოგუა თავხედი ბავშვები არიან, მინდორზეც უვარგისები არიან და მის გარეთაც... მაგალითად, Sportall.ge-სთან საუბარში ასე ამბობს: "შესაძლოა, მწვრთნელი არ დაპატიჟოს ქორწილში, მაგრამ ექვსი წელია ნაკრების წევრია და ნუთუ ერთი მეგობარი მაინც არა ჰყავს, ქორწილში რომ მიეწვია?!".

ლევან ყენია "მსოფლიო სპორტთან" საუბარში ამბობს, რომ ქეცბაიას სიტყვები და ნაკრებში არსებული მდგომარეობა უკვე ზომას სცილდება:

- რაც ხდება, სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა. მწვრთნელი ფეხბურთელებთან ურთიერთობას ვერ ალაგებს და მერე ცდილობს, სხვას გადააბრალოს. ნაკრებს ასეთი ცუდი შედეგი ჰქონდეს და მწვრთნელი ასე გაბედულად  და ამდენს ლაპარაკობდეს, პირველად მესმის.

... ქორწილს რაც შეეხება, ვაღიარებ, არ იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ სხვას არ აქვს უფლება, ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და ამიხსნას, თუ როდის უნდა დავნიშნო ქორწილი. ცივ წყალზე ვიტყვი: ყველამ იცის, რომ ეგ ქეცბაიას მიმართ ვთქვი. გულშემატკივრები ნამდვილად არ მიგულისხმია, ან რატომ უნდა მეგულისხმა, გიჟი ვარ თუ? ეს, ალბათ, მწვრთნელის პირადმა ფანებმა მიიღეს საკუთარ თავზე. მე ვიგულისხმე მწვრთნელი და თუ ჭეშმარიტმა გულშემატკივრებმა საკუთარ თავზე მიიღეს, მათ ბოდიშს ვუხდი. 

... ამასწინათ ინტერვიუში ვთქვი, რომ აღარ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს ქეცბაიას მორიგი ინტერვიუ წავიკითხე. უბრალოდ, ცირკს ემსგავსება ეს ყველაფერი. ეს კაცი ყველაფერი ცუდის სხვებზე გადაბრალებას ცდილობს და ახლა ჩემი ქორწილია ხელმოსაჭიდი. სჯობს, იმაზე ილაპარაკოს, შესარჩევში მხოლოდ 3 გოლი რატომ გვაქვს გატანილი, როცა დვალიშვილისნაირი ფორვარდი გვყავს. ლადოს კლუბში გოლი გოლზე გააქვს, ნაკრებში კი წინ მოშორებით, მარტო დააყენებენ და მერე ეუბნებიან, რატომ ვერ გაგაქვსო. ეს უკვე ცირკს ემსგავსება.

... ჩემი აზრით, პერსპექტივაც არ ჩანს და გული მწყდება. ასევე ძალიან მწყინს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვეხმარები ნაკრებს, მაგრამ რასაც ვუყურებ, ამ გუნდს შემქმნელები და ფორვარდები არ სჭირდება.

... ქეცბაიას გარდა, კონფლიქტი არცერთ მწვრთნელთან არ მქონია. ხოლო ვის დავპატიჟებ ქორწუილში და ვის არა, ეს ჩემი გადასაწყვეტია. ფეხბურთელები კი ნამდვილად მყავდა ქორწილში.

... სჯობს, იმაზე გაამახვილონ ყურადღება, ფეხბურთელებს ბილეთს რომ ვერ უღებენ და ლამის ქუვეითის გავლით ატარებენ, გადაჯდომებით".         

დიუსელდორფი   4 - 2    კაიზერი

შემადგენლობა

მოვლენები

ფიურტი   2 - 0    ზანდჰაუზენი

შემადგენლობა

მოვლენები

ფრანკფურტი   2 - 0    კიოლნი

შემადგენლობა

მოვლენები

უნიონი   1 - 1    მიუნხენი

შემადგენლობა

მოვლენები

ზტ. პაული   2 - 2    აუე

შემადგენლობა

მოვლენები

პადერბორნი   2 - 1    აალენი

შემადგენლობა

მოვლენები

ინგოლშტადტი   2 - 0    კოტბუსი

შემადგენლობა

მოვლენები

ბოხუმი   1 - 0    კარლსრუე

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო   2 - 3    არმინია

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.396989