ლევან ყენიას "ფორტუნა" 14 ივლისს ამხანაგურ მატჩს გამართავს "მონაკოსთან", რომელმაც ამ ზაფხულს ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელა და საფრანგეთის ჩემპიონობისტვის აპირებს ბრძოლას. ქართველი ნახევარმცველი, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს ამ შეხვედრაში.
"ფეხი ცოტა მტკივა და ამიტომაც გამოვტოვე მატჩი "გრასჰოპერთან". რამდენიმე დღე დავისვენებ. სავარაუდოდ, ვერც "მონაკოსთან" ვიქნები. ძალიან მინდა მის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ რისკია. თანაც, 10 დღეში მეორე ბუნდესლიგის სეზონი დაიწყება და მინდა, რომ პირველ ტურს სრულად მომზადებული შევხვდე", – უთხრა ყენიამ "მსოფლიო სპორტს".
მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში "ფორტუნა" "კოტბუსს" უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 22 ივლისს გაიმართება.