ფეხბურთი

12:18 | 18.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “გოლის შემდეგ, გაგვიჭირდა”

 

ლვოვის “კარპატის” ქართველმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ, დონეცკის “შახტართან” მატჩის (1:2) შემდეგ, თავისი კლუბის ოფიციალური საიტისთვის კომენტარი გააკეთა.

“ჩემი აზრით, მატჩის საწყისი ნახევარი საათი კარგად ჩავატარეთ. “კარპატი” თავს იცავდა, “შახტარს” კი, განსაკუთრებული მომენტები არ შეუქმნია. მას შემდეგ, რაც გოლი გავუშვით, ძალიან გაგვიჭირდა. მეორე ტაიმში უკეთ ვუტევდით, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი მაინც არ გვქონია. გამოვიყენეთ ის, რაც შევქმენით. საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ ბრძოლას აზრი აქვს და მომატებაც შეგვიძლია. შესაძლებელია თუ არა “შახტარის” დამარცხება “დონბას არენაზე”? ძალიან რთულია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. “შახტარი” უძლიერესი გუნდია, რომელმაც ის მინუსები გვაჩვენა, რაზეც სამუშაო გვაქვს. პენალტი? იგორ ხუდობიაკმა კარგი პასი მომცა, მეკარეც ჩამოვიშორე, მაგრამ ვხედავდი, რომ გოლს ვერ გავიტანდი. გადავწყვიტე, თანაგუნდელისთვის ჩამეწოდებინა, მას კი, ზურგიდან უბიძგეს. ახლა, მთავარი ფიზიკური ფორმის დაბრუნებაა. მოტივაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ ვხედავ. მომდევნო მატჩში 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ. კარგი თამაში და გამარჯვება გვმართებს”, - განაცხადა ყენიამ.

შეგახსენებთ, რომ ყენიამ “შახტართან” მატჩში მოედანზე 90 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო. 

0.123825