ფეხბურთი

14:47 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “ბუნდესლიგაში თამაში ყოველთვის ჩემი ონება იყო”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა ლევან ყენიამ “ფორტუნას” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიუსელდორფის კლუბში მისი ტრასნფერის ინიციატორი მთავარი მწვრთნელი მაიკ ბიუსკენსი იყო.

- გერმანიიდან შარშან ზაფხულში წახვედით. მაშინ ფიქრობდით, რომ უკან კვლავ დაბრუნდებოდით?

- რა თქმა უნდა. ბუნდესლიგაში დაბრუნება მსურდა. უკრაინაში ერთი წელი გავატარე. ეს სპორტული კუთხით ჩემთვის ძალიან კარგი იყო. მნიშვნელოვანია, რომ იქ კვლავ მქონდა თამაშის შესაძლებლობა. ახლა, გერმანიაში ბედს კიდევ ერთხელ ვცდი და ამას მოუთმენლად ველი.

- რამდენად წაგადგათ ლვოვურ კლუბში რეგულარულად თამაში?

- ეს ჩემთვის მართლაც ძალიან კარგი იყო. ტრავმის გამო, სამწლიანი შესვენების შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო მოედანზე დავბრუნებულიყავი და კვლავ მეთამაშა. ამ წელს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, შევძელი, რომ კვლავ დავიბრუნე საკუთარი ძალების რწმენა და ჩემი საუკეთესო სათამაშო ფორმის აღდგენის გზაზე ვარ.

- როგორ განხორციელდა თქვენი ტრანსფერი “ფორტუნაში”?

- რა თქმა უნდა, ამაში გადამწყვეტი როლი მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბიუსკენსმა ითამაშა. ის ჩემი მწვრთნელი იყო “შალკეს” ახალგაზრდულ გუნდში, სადაც არაერთი მატჩი ჩამიტარებია. ამ ხნის განმავლობაში ერთად ბევრი ვიმუშავეთ. იგი ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია.

- კონტრაქტი რომ გააფორმეთ, კლუბის საშინაო არენა “ესპრიტზეც” იყავით. როგორია პირველი შტაბეჭდილება?

- ეს მართლაც საუცხოო სტადიონია. ვიმედოვნებ, რომ წარმატებული სეზონი გვექნება და ჩვენს საშინაო მატჩებს ბევრი გულშემატკივარი დაესწრება. ამ არენაზე პირველ გასვლას მართლაც მოუთმენლად ველოდები.

- რა მიზნები გაქვთ დიუსელდორფულ კლუბში?

- ბუნდესლიგაში თამაში ყოველთვის ჩემი ონება იყო. კლუბში ბუნდესლიგაში დაბრუნება სურთ. შევეცდებით, ამ მიზანს ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115168