ფეხბურთი

14:25 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე: “მნიშვნელოვანი მოვლენები და გოლები კიდევ იქნება”

იტალიის სერია B-ს ლიდერის “ემპოლის” თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ინტერნეტგამოცემა pianetaempoli.it-თან საუბარში განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მნიშვნელოვანი გოლები წინ ელის.

- შაბათს, საკუთარ მოედანზე “ჩეზენასთან” როგორ მატჩს ელოდებით?

- მიუხედავად იმისა, რომ “ჩეზენას” კრიზისი აქვს, რთული მატჩი იქნება. კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა გველის. ჩვენ საკუთარ თამაშზე ვფიქრობთ და გამარჯვებას ვეცდებით. ვიცით, რომ კარგად თამაში და მოგება შეგვიძლია.

 - თამაშის იმედი გაქვთ?

-რა თქმა უნდა, თამაშის იმედი ყოველთვის მაქვს. ორი მაღალი კლასის თავდამსხმელი გვყავს, მაგრამ ეს მაიძულებს, რომ ვარჯიშებზე და თამაშების დროს ჩემი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინო.

- ასევე, ალბათ იმედი გაქვთ, რომ გოლს გაიტანთ, რაც გასულ შაბათს ვერ მოახერხეთ?

- გასულ შაბათს, “კროტონეს” მეკარე გომისმა ძალიან კარგად ითამაშა და დიდი მეკარეების მსგავსი რეაქცია გამოავლინა. გული მწყდება, რადგან შემეძლო გამარჯვების გოლი გამეტანა. თუმცა, მნიშვნელოვანი მოვლენები და გოლები კიდევ იქნება. თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მშვიდად ვარ. გოლების გატანა მინდა, მაგრამ ეს ჩემთვის ნერვიულობის მიზეზი არ უნდა გახდეს.
- “ემპოლის” ძალა გუნდურობაშია?

- აბსოლუტურად ასეა. ეს ფანტასტიკური გუნდია.

0.113488