ბერლინის "ჰერტას" ქომაგების გამოკითხვით, გუნდის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი გახდა. 36 წლის ქართველმა ბოლო სეზონი ჩაატარა კარიერაში და ქართულ ფეხბურთს სხვა კუთხით დაეხმარება – რა სტატუსით, ამას ლევანი ჯერ არ აკონკრეტებს.
კობიაშვილმა დამაჯერებლად მოიგო: გამოკითხულთა ხმების 31 პროცენტი მიიღო, მეორეზე კი კოლუმბიელი ფორვარდი ადრიან რამოსი გავიდა – 18 პროცენტით. რამოსი, როგორც იცით, მუნდიალზე თამაშობს, ახალ სეზონს კი "დორტმუნდში" დაიწყებს.