სხვა

13:39 | 12.01.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ლევან გელაშვილი სამწვრთნელო კურსებზე გაემგზავრა

დანიაში ევროპის ხელბურთის ფედერაციის მიერ მოწყობილ მწვრთნელთა კურსებზე გაემგზავრა კლუბ “პეგასის” მწვრთნელი ლევან გელაშვილი.

სემინარი 12-18 იანვარს გაიმართება ქალაქ სილკებორგში. მონაწილეები ქალაქ ორჰუსში, ევროპის ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩებსაც დაესწრებიან.

მწვრთნელთა კურსები იმართება “რინკის კონვენციის“ ფარგლებში. კონვენციას ხელი 2000 წელს მოეწერა 6 დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, შემდგომში კი მონაწილეთა რიცხვი 33 ქვეყნამდე გაიზარდა.

2014 წელს ამ შეთნხმების ფარგლებში 3 კონფერენციაა დაგეგმილი – პირველი ნაწილი სილკებორგში იმართება, მეორე – ივნის-ივლისში, ხოლო მესამე რაუნდი დეკემბერში, ავსტრიასა და ხორვატიაში დანიშნულ ევროპის ქალთა ჩემპიონატს ემთხვევა.

ის, ვინც სამივე კურსს წარმატებით გაივლის, მიიღებს ევროპის ხელბურეთის ფედერაციის პროფესიულ სამწვრთნელო ლიცენზიას.

www.geohandball.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073086