24 ივლისს სპორტკომპლექს “არენაში” საქართველოს ფუტსალის ასოციაციის კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დღის წესრიგით, დელეგატებს უნდა მოესმინათ ასოციაციის პრეზიდენტის ლევან ცქიტიშვილის მოხსენება განვლილი სეზონის ფინანსური ანგარიშის, მომდევნო სეზონის გეგმებისა და ბიუჯეტის შესახებ.
ლევან ცქიტიშვილი კონფერენციაზე არ გამოცხადდა და ამის შესახებ დელეგატებს წინასწარ არც აცნობა. ამ ფაქტს დაერთო ისიც, რომ ასოციაციის გამგეობის წევრები და დელეგატები რამდენიმე თვეა, უშედეგოდ ითხოვენ ასოციაციის პრეზიდენტისგან პასუხს იმ წერილებზე, რომლითაც ფეხბურთის ფედერაცია ფუტსალისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გახარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს. ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნაზე ლევან ცქიტიშვილს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.
შედეგად, კონფერენციაზე დადგა ლევან ცქიტიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. კონფერენციის დელეგატებმა ფარული კენჭისყრით მიიღეს პრეზიდენტის გადაყენების გადაწყვეტილება. მომდევნო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ლევან გრიგოლია შეასრულებს.
კონფერენციას დამკვირვებლად ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაა ნარკუშა რატო გაუშვით ტოოოოო
ღირსი იყო და მაგიტომაც მოხსნენს ფულს რომ ჭამდა!!! ნაკრები რომ წავიდა ევრო ტურნირზე სათამაშოდ ფეხბურთელებს მაგიდაზე ეძინათ იმიტო რო ფული არ იყო გადახდილი ნორმალურად და ფეხბურთელები ყველა ოთახში არ შეუშვეს
ყველას ვინც საქვეყნო საქმეს მოკიდებს ხელს და მერე წიხლზე იკიდებს
პირში უნდა მისცე
რა არასერიოზულობააა რააა,
შემოეზახოდა მერე რა მოხდა?სირეცს ხო არ გაუშვებდა ვენაში?სუფთა გერაინს ჩალიჩობს და ამიტომ უჯდება ძვირი კაიფი .მართლა ტფუყიიიიიიიიიიიიიიი რა რა უსირცხვილობაა?დაიჭირონ დემე ტყუილ უბრალოდ იჯდა და ამან ფული ტუ გაფლანდა დავაი რესჰოტკებში ბLIად
ეტყობა მორიგ ზახოდში გაუშვა.... რას იზამ ხდება ხანდახან.......
ტფუი
წუხელ ისეთი სიზმარი ვნახე ვიცოდი რო დღეს რაღაც მეწყინებოდა და აჰა.... ისე როგორც ფეხბურთელი ძაან ტეხნარი და ჭკვიანი იყო ვერ დაუკარგავ.
ბარდაგია რა ამ ფუტზალში.