ფეხბურთი

10:49 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლესკოტმა მუხლი დაიზიანა

“ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ახალწვეული, ჯოლეონ ლესკოტი “ნოტინგემის” წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას SkySports ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტს კლუბის მთავარი მწვრთნელი, ალან ირვინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინგლისელი ცენტრალური მცველი მოედანს მალე დაუბრუნდება:

“ლესკოტს ველაპარაკე და იგი თავს კარგად გრძნობს. თამაშის წინაც მითხრა, რომ მუხლი სტკიოდა და ტკივილის გაყუჩება ვცადეთ, მაგრამ მინდორზე ტკივილმა კიდევ უფრო მოუმატა. ჯოლეონი ტრავმის გამო ნერვიულობდა, მაგრამ, მგონი, ყველაფერი კარგადაა და ის მალე დაგვიბრუნდება.” – განაცხადა ირვინმა.

შეგახსენებთ, რომ ჯოლეონ ლესკოტი “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” მიმდინარე ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მანამდე, იგი “მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071919