ფეხბურთი

17:53 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლესკოტი “ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი მცველი ჯოლეონ ლესკოტი კარიერას “ვესტ ბრომვიჩში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას 31 წლის ინგლისელის ახალი კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, უკანახაზელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და გარემო უპრობლემოდ გამოიცვალა. ცხადია, “ვესტ ბრომვიჩს” ლესკოტში თანხის გადახდა არ დასჭირვებია.

ცნობისათვის, “ვესტ ბრომვიჩის” თავკაცი ალან ირვაინი ლესკოტს “ევერტონში” მუშაობით იცნობს.

 

0.112305