ფეხბურთი

23:08 | 23.02.2014 | ნანახია 1446 - ჯერ

ლესკოტი: “სიტიში” ჩემი დღეები დათვლილია”

“მანჩესტერ სიტის” მცველი ჯოლეონ ლესკოტი აცხადებს, რომ ის “ქალაქელებთან” ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს.

“სიტიში” ჩემი დღეები დათვლილია. ვიცი, რომ კონტრაქტი აღარ გაგრძელდება.

წასვლა მომიწევს, მაგრამ კლუბზე გაბრაზებული არ ვარ. ახლა, ჩემი ყოველი თამაში ვიტრინაში ჩემი გამოჩენის ტოლფასი იქნება. შესაძლოა, ვინმეს ჩემი თამაში მოეწონოს და ასეთ შემთხვევაში, კონტრაქტს სხვა კლუბთან გავაფორმებ.

კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას არ გამოვრიცხავ. ჯერ ყველა წინადადება უნდა განვიხილო და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მივიღო.” – ციტირებს ლესკოტის სიტყვებს Sky Sports-ი.

31 წლის ლესკოტი, რომელსაც “სიტისთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, “ქალაქელებში” 2009 წლიდან თამაშობს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დამატებით “ბეშიქთაშია” დაინტერესებული.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:37 | 24.02.2014
modric (10)

მარა სიტი ბარსას მერე იმდენი რაღაც იყო პელეგრინის მხრიდან ჩემთვის და არამარტო ჩემთვის გაუგებარი რო ეგ აღარ არის გასაკვირი

00:36 | 24.02.2014
modric (10)

საერთოდ გაუგებარია პელეგრინი რატო ათამაშებს დემიჩელის ძირითად შემადგენლობაში, არც ლესკოტი წყვეტს ციდან ვარსკლავებს მარა მალაგიდან გაგდებულ დემიჩელის ნამდვილად ჯობია

23:11 | 23.02.2014
El Capitano 7 (35967)

ხოდა შენც ითვალე რა გაქ საქმე

0.119891