საქართველოს სარაგბო ნაკრების მთავარი ვარსკვლავი მამუკა გორგოძე მომდევნო სეზონიდან კარიერას ფრანგული რაგბის გრანდ “ტულონში” გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი L’Equipe ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის მორაგბემ ბოლო 9 სეზონი “მონპელიეში” გაატარა, მისი “ტულონში” გადასვლაზე კი საუბრები ადრეც იყო, თუმცა, შეთანხმება ახლა შედგა.
როგორც ირკვევა, გორგოძის საკუთარ რიგებში ხილვა “პერპინიანს” და “კლერმონს” სურდათ, თუმცა, მამუკა ტულონელებს შეუთანხმა და მათთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.