ჭიდაობა

11:15 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიძემ და მეტრეველმა ბრინჯაოს წერტილი დასვეს

საქართველოს სამბისტთა ნაკრების მძიმეწონოსნებმა ნოდარ მეტრეველმა და ირინე ლეონიძემ სანქტ პეტერბურგში ჩატარებული მსოფლიოს სამდღიანი ჩემპიონატის დასკვნით დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მათ გარდა საქართველოს დროშის ქვეშ უშანგი კუზანაშვილმა (62 კგ) და ნიკო კუციამაც (82 კგ) იჭიდავეს, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ.

საქართველოს სამბისტთა ნაკრები თბილისში 6 მედლით ბრუნდება. ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ლაშა გურულს (100 კგ) ტიტულამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგებაღა დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ლეონიძემ, მეტრეველმა და კახა მამულაშვილმა (74 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს.

0.117546