ფეხბურთი

18:49 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდოს დისკვალიფიკაცია შეჩერებულია

“პარი სენ ჟერმენის” ყოფილი სპორტული დირექტორის, ლეონარდოს დისკვალიფიკაცია შეჩერებულია და ბრაზილიელს ახალი სამუშაო ადგილის მოძებნის უფლება აქვს.

ლეონარდოს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია არბიტრზე თავდასხმის გამო მისცეს. ბრალდების თანახმად, პსჟ-სა და “ვალენსიენს” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ლეონარდომ მთავარ აბიტრს, ალექსანდრ კასტროს ხელი ჰკრა.

დისკვალიფიკაცია ლეონარდოს პსჟ-დან წასვლის მიზეზი გახდა, რის შემდეგაც, ბრაზილიელმა თავისი უდანაშაულობის მტკიცებას მიჰყო ხელი და როგორც ჩანს, მიზანსაც მიაღწია. ფრანგული პრესის ცნობით, საფრანგეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დისციპლინარული სახდელის მოქმედება შეაჩერა.

“ლეონარდო კმაყოფილია. კანონიერ ბრძოლაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ის უდანაშაულოა. ახლა, ჩემს კლიენტს ნებისმიერ კლუბში მუშაობის უფლება აქვს.” – აცხადებს ლეონარდოს ადვოკატი პაულ მორიაკი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118853