ფეხბურთი

17:23 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: “ვერატი მინიმუმ 30-40 მილიონი ღირს”

“პარი სენ ჟერმენის” სპორტული დირექტორის, ლეონარდოს თქმით, მისი გუნდის ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი მინიმუმ 30-40 მილიონი ევრო ღირს.

ვერატი პსჟ-ში გასულ ზაფხულში გადავიდა. მის სანაცვლოდ, პარიზელებმა “პესკარას” 12 მილიონი ევრო გადაუხადეს. ბოლო დროს, 20 წლის შუახაზელის სამშობლოში შესაძლო დაბრუნების შესახებ ცნობების გავრცელება არ წყდება. იტალიელ ამომავალ ვარსკვლავს “იუვენტუსს” უკავშირებენ.

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ გადაწყვიტა, “ბებერი სინიორა” და ვერატის მოსურნე სხვა კლუბები ფეხბურთელისთვის მაღალი ფასის დადებით დააფრთხოს.

“ვერატისი ყველას გვჯერა. მისი გაყიდვის მცირე სურვილიც კი არ გვაქვს.

მისი ყიდვის შანსი არცერთ კლუბს არ აქვს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი მინიმალური ფასი 30 მილიონი ევრო გახდა. შესაძლოა, 40 მილიონიც.” – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Football Italia.

0.133662