ფეხბურთი

22:57 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: “ანჩელოტის შესანარჩუნებლად ყველაფერს ვიღონებთ”

“პარი სენ ჟერმენის” სპორტული დირექტორის, ლეონარდოს განცხადებით, ფრანგული კლუბი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

“კარლოს მიერ გაწეულ სამუშაოს ყოველთვის ვაფასებდით. ჩვენ ის გვჭირდება. კარგი იქნება, თუ ანჩელოტი ჩვენთან დარჩება. მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

დელიკატური სიტუაციაა შექმნილი. საჭიროა საკითხი დეტალურად განვიხილოთ. კარლომ უნდა გვითხრას, რა სურს. მისი აზრის გაგება მნიშვნელოვანია.” – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Le Parisien-ი.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის “რეალში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

0.118778