ფეხბურთი

0:18 | 20.05.2013 | ნანახია 587 - ჯერ

ლეონარდო: “ანჩელოტიმ “რეალში” გაშვება გვთოხვა”

“პარი სენ ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ დაადასტურა, რომ ფრანგულ კლუბს მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ “რეალში” გაშვების თხოვნით მიმართა.

“მწვრთნელმა “რეალში” გაშვების თხოვნით მოგვმართა. მისი შენარჩუნება კვლავ გვსურს. გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა, მხოლოდ კარლოს მოსაზრება მოვისმინეთ. პრიორიტეტი ანჩელოტის შენარჩუნებაა. სხვა მწვრთნელებთან კონტაქტი არ გვქონია.” – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს L’Equipe.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, პსჟ-ს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მადრიდული კლუბის წარმომადგენლებმა მას ანჩელოტის თაობაზე მიმართეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:52 | 20.05.2013
resident (840)

ყველაზე სამარლიანი ჩემპიონატი ჩატარდა წელს საქართველოში გუნდები ზუსტად ისე განაწილდა ადგილებზე როგორც ითამაშეს მთელი სეზონი. დინამო ,დილა, ტორპედო, ჩიხურა წარმატებული გუნდები, დინამო ბათუმი და ფოთის კოლხეთი ამათ მართლა არაფერი ესაქმებოდათ უმაღლესს ლიგაში. თასებზე ყველაზე მეტად დინამოს და დილას მეიმედება, ჩიხურა არ შერცხვება, ტორპედო კიდე შარშან რაც უქნეს აყტობემ იმის მერე მაგათი წარმატება არა მგონია ეგეთი რამე მოხდეს. და კიდე ერთი რაღაც ქართული ფეხბურთი სულ იმის შიშში უნდა იყოს რომელი გუნდი დაიშლება პირველი და რამდენი დაიშლება? ამას უნდა ეშველოს

01:48 | 20.05.2013
jorjone444 (2502)

მე ამის ადგილას რეალში არ გადავიდოდი.პსჟ აშკარად მალე იტყვის თავის სიტყვას ევროპაშI და ალაბთ ერთ-ერთი მოწინავე კლუბიც გახდება მსოფლიო ფეხბურთში.აი რეალი კი მაგარი შარია თუ ჟოზემ ვერ გაქაჩა რეალი იმ დონეზე რაც რეალს ეკადრება დიდი ალბათობით ვერც კარლო იზამს ამაზე მეტს.ასე რომ კარლიტო კაი ადგილას ხარ და ტყუილად თავს ნუ გაიშარავ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123916
სარეკლამო ადგილი - 99
X x X