ფეხბურთი

10:54 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო 9 თვით მოკვეთეს, პსჟ მინუს სამით დაიწყებს

“პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი ლეონარდო ფეხბურთს 9 თვით ჩამოაშორეს. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო და მარტო ეს როდი იკმარა, სანქცია კლუბსაც დაუწესა - “პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონატის მომავალ სეზონს მინუს 3 ქულით დაიწყებს.

დისციპლინარებმა ლეონარდოს 35-ე ტურში, “ვალანსიენის” წინააღმდეგ მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯ ალექსანდრე კასტროზე თავდასხმა არ აპატიეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი მსაჯს მხრით განზრახ დაეჯახა. “პარი სენ-ჟერმენს” დისციპლინარების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.

თეგებილეონარდო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120697