ფეხბურთი

9:35 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

 საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის დისციპლინარულმა კომიტეტმა “პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი ლეონარდო 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ლიგა 1-ის ოფიციალური საიტის ცნობით, გარდა იმისა, რომ ბრაზილიელი უახლოესი 9 თვის განმავლობაში თავის მოვალეობებს ვერ შეასრულებს, პარიზელები მომდევნო სეზონს -3 ქულით დაიწყებენ.

საქმე ისაა, რომ “ვალენსიენთან” 5 მაისს გამართულ მატჩში, ლეონარდომ მთავარ არბიტრ ალექსანდრე კასტროსთან საქმის გარჩევა დაიწყო და მას ხელითაც კი შეეხო. შესაძლოა, პარიზელებმა ბრაზილიელი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანონ. ეს იმ შემთხვევაში, თუკი კარლო ანჩელოტი გუნდს დატოვებს.

უახლოეს პერიოდში, პარიზელები სასჯელს გაასაჩივრებენ.

0.114546