ლონდონის “ტოტენჰემი” უახლოეს მატჩებს აარონ ლენონის გარეშე ჩაატარებს. ბრიტანული პრესის ცნობით, 26 წლის გარემარბს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ლონდონელი მედიკოსების თქმით, ლენონს მუცლის კუნთები სტკივა და დაახლოებით ორ კვირას ლაზარეთში გაატარებს. რამდენიმე დღეში, ინგლისელს კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და არაა გამორიცხული, გამოჯანმრთელების ვადები შემცირდეს.
ცნობისათვის, ლენონმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მის ანგარიშზე არც გოლია, არც საგოლე გადაცემა.