ნილ ლენონმა გლაზგოს “სელტიკის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ინგლისური პრესის ინფორმაციით, 42 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა ეს ნაბიჯი იმტიომ გადადგა, რომ მომავალ სეზონში კლუბის ბიუჯეტი მისი მოთხოვნების შესაბამისი არ იქნება.
ლენონი “სელტიკს” 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. განვლილ პერიოდში, გლაზგოელებმა 3-ჯერ შოტლანდიის ჩემპიონატი მოიგეს, ხოლო 2-ჯერ ქვეყნის თასს დაეუფლნენ.
ფეხბურთელობისას ლენონს “სელტიკში” 214 მატჩი ჩაუტარებია და 3 გოლი გაუტანია.