ფეხბურთი

19:31 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლენონი: “მესის არყოფნა კარგი სიახლეა”

შოტლანდიური “სელტიკის” მთავარი მწვრთნელი ნილ ლენონი, “ბარსელონასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მეტოქე გუნდის რიგებში ლეო მესის არყოფნას სიხარულით ხვდება.

“ლიონელ მესის არყოფნა ერთმნიშვნელოვნად კარგი სიახლეა, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, არსებობს მწუხარების მიზეზიც, რადგან ყოველთვის კარგია, როდესაც ჩვენთან, გლაზგოში, საუკეთესო ფეხბურთელებს ვხედავთ. “ბარსელონა” ფანტასტიკური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა შორის შედის.

კატალონიელებს დანაკლისი დაცვაშიც აქვთ, მაგრამ ეს გუნდი კარის მშრალად შენახვას მაინც ახერხებს. მიუხედავად იმისა, ვინ იმყოფება მოედანზე, “ბარსა” თავს შესანიშნავად იცავს.

“ბარსელონა” უნიკალური გუნდია. ჩემის აზრით, კატალონიელები სხვებზე ერთი თავით მაღლა დგანან. ბოლო 10 წლის განმავლობაში “ბარსა” სტაბილურად საუკეთესო იყო. როდესაც კატალონიელები უტევენ, ბურთი ფენომენალური სისწრაფით მოძრაობს.

თუ წავაგებთ, ხოლო “მილანი” “აიაქსს” დაამარცხებს, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად შეგვიმცირდება. თუმცა, ეს სამყაროს დასასრული არ იქნება, რადგან წინ “აიაქსთან” 2 მატჩი და “მილანთან” საშინაო დაპირისპირება იქნება. როგორც გასულ წელს, ამჯერადაც, “ბარსელონასთან” თამაშებში არაფერს ვგეგმავთ, მაგრამ თუ ქულებს ავიღებთ, ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.” – ციტირებს ლენონის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

0.114194