კალათბურთი

23:47 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლენგფორდი თურქეთის ნაკრებში ითამაშებს

იტალიური ”მილანის” ამერიკელმა მცველმა კიტ ლენგფორდმა თურქეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით 2014 წლის საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

ევროლიგის რეგულარულ სეზონში ლენგფორდი საშუალოდ 17.1 ქულას აგროვებდა და ეს, ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში დაგეგმილ მსოფლიოს პირველობაზე თურქეთი C ჯგუფში უკრაინას, დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს, ახალ ზელანდიას და აშშ-ს დაუპირისპირდება.

0.115369