ვეტერანმა ინგლისელმა ნახევარმცველმა, ფრენკ ლემპარდმა 15-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
“გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ამ საკითხზე ამდენს ვფიქრობდი.” – ციტირებს ლემპარდის სიტყვებს BBC.
ლემპარდი, რომელიც ახლა 36 წლისაა, ინგლისის ნაკრებში 1999 წლიდან თამაშობდა. ეროვნული გუნდის მაისურით მან 106 თამაში ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.