35 წლის ინგლისელი ნახევარმცველის, ფრენკ ლემპარდის სანაკრებო კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. ამის შესახებ თავად ფეხბურთელი აცხადებს.
“ვფიქრობ, სანაკრებო დონეზე კარიერის ბოლო ეტაპი მიდგას. იმედი მაქვს, ამ ეტაპს მსოფლიოს ჩემპიონატით გავიხანგრძლივებ.
ნაკრებიდან ჩემი წასვლის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელები ეროვნულ გუნდში თავიანთი ადგილის დასაკავებლად უკვე მზად არიან. 36 წლამდე ნაკრებში თამაშს ბევრი ფეხბურთელი ვერ ახერხებს.” – ციტირებს ლემპარდის სიტყვებს The Guardian-ი.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, ჯგუფის ბოლო ტურის წინ, ინგლისს ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული ჯერ კიდევ არ აქვს. ლემპარდის განცხადებიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ თუ ინგლისელები მუნდიალზე ვერ მოხვდებიან, ის ნაკრებიდან წავა, ხოლო ალბიონელთა წარმატების შემთხვევაში, ვეტერანი ნახევარმცველი წასვლას ერთი წლით გადადებს.