ჭადრაკი

21:29 | 28.02.2014 | ნანახია 2737 - ჯერ

ლელა ჯავახიშვილი საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საერთაშორისო დიდოსტატმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა 9 ქულა დააგროვა და მდევართათვის მიუწვდომელი გახდა. ამრიგად, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე მოიპოვა. ბოლოსწინა, მე-10 ტურში, ჯავახიშვილმა შავებით სოფო ნიკოლაძეს მოუგო. რაც შეეხება ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალს, მათი მფლობელების ვინაობა ბოლო, მე-11 ტურის დასრულების შემდეგ გაირკვევა. მე-10 ტურში, ყველაზე დაძაბული სოფო გურამიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის შეხვედრა გამოდგა, რომელიც თითქმის 4 საათი გრძელდებოდა. მართალია, გურამიშვილმა შეძლო უპირატესობის მოპოვება, მაგრამ მისი რეალიზება ვერ მოახერხა და საბოლოოდ, აღნიშნული შეხვედრა ყაიმით დასრულდა. წინა ტურებისგან განსხვავებით, ბოლო, მე-11 ტური ხვალ, 1 მარტს, 3-ის ნაცვლად, 11 საათზე დაიწყება. 4 საათზე დანიშნულია ტურნირის დახურვა, რომელიც ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება.

გაგაცნობთ მე-10 ტურის ტექნიკურ შედეგებს:

მერი არაბიძე - ნინო ბაციაშვილი 0.5:0.5

ნინო ხომერიკი - ნინო ხურციძე 0:1

სოფო გვეტაძე - ნანი უნაფქოშვილი 1:0

სოფო გურამიშვილი - ბელა ხოტენაშვილი 0.5:0.5

სოფო ნიკოლაძე - ლელა ჯავახიშვილი 0:1

ანა კუჭავა - ინგა ხურცილავა 0:1

ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრათა განრიგი:

ხურცილავა - არაბიძე

ჯავახიშვილი - კუჭავა

ხოტენაშვილი - ნიკოლაძე

უნაფქოშვილი - გურამიშვილი

ხურციძე - გვეტაძე

ბაციაშვილი - ხომერიკი

სატურნირო მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ

ჯავახიშვილი - 9 ქულა

ხურციძე - 7,5

ხოტენაშვილი - 7

გვეტაძე - 6,5

არაბიძე - 6,5

გურამიშვილი - 5

ბაციაშვილი - 5

ხომერიკი - 3,5

ხურცილავა - 3,5

ნიკოლაძე - 2,5

კუჭავა - 2

უნაფქოშვილი - 2


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:56 | 01.03.2014
gru (89)

ლელა გილოცავ მთელი გულით მომავალში გვენახოს შენი წარმატებები! ასევე ვულოცავ ნინოს და ბელას საპრიზოებს.მხოლოდ გაუგებარია ჩემთვის როგორ შეიძლება 4 სვლაში ყაიმი გაკეთდეს.ბელასაც ვულოცავ ნამდვილად ღირსეული მოჭადრაკეა და ბოლომდე ბრძოლობს.გილოცავთ!!

08:37 | 01.03.2014
gudu1985 (523)

წარმატებები!

23:30 | 28.02.2014
ogafa (10230)

გილოცავ ლელა წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124336