ამჟამინდელი ფორმაციის "ლეიკერსისთვის" მაღალ ტემპში მოთამაშე გუნდებთან დაპირისპირება პრობლემატურია, რადგან ვეტერანი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული შემადგენლობის ფონზე, კალიფორნიული საკალათბურთო გრანდი აშკარად ჩამორჩება მეტოქეებს კონტრშეტევაზე თამაშისას. "გოლდენ სტეიტი", თავის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია ლიგაში და ბევრი რეაქტიული სისწრაფის მოთამაშეც ჰყავს, სწორედ ამიტომ არ ყოფილა დიდი მოულოდნელობა, რომ მაიკ დანტონის გუნდმა "უორიორზთან" გასვლაზე მორიგი მარცხი იწვნია - 103:109.
მასპინძლებმა "ლეიკერსს" პირველივე წუთებიდან მაღალი სათამაშო ტემპი შესთავაზეს და თავისთვის კომფორტული სათამაშო სტილი მოახვიეს თავს. სტივ კარი, კლეი ტომპსონი, დევიდ ლი და ჰარისონ ბარნსი კონტრშეტევებზე თამაშისას შეუდარებლები იყვნენ, ენდრიუ ბოგატმა კი სამწამიან ზონაში ბევრი არაფერი გააბედინა "სუპერმენად" წოდებულ დუაიტ ჰოვარდს. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, "გოლდენ სტეიტმა" ნამდვილი განკითხვის დღე მოუწყო ვარსკვლავებით გაჭედილ "ტბელებს" და დიდ შესვენებაზე 23-ქულიანი ჰანდიკაპითაც გავიდა - 63:40.
შეხვედრის მეორე ნახევარში "ლეიკერსი" გამოფხიზლდა, ტრადიციულად, თამაში საკუთარ თავზე კობი ბრაიანტმა აიღო, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა, მეტოქესთან ჩამორჩენა შეემცირებინა. მას მშვენივრად დაეხმარა კანადელი გამთამაშებელი სტივ ნეში, რომლის მონაგარი სამმაგ დუბლთან ახლოს ტრიალებდა, თუმცა კალიფორნიელთა წინა ხაზის ამაზრზენად სუსტმა გარჯამ ყველაფერი წყალში ჩაყარა.
მშვენივრად ისარგებლა უშუალო კონკურენტის ფეხის დაცდენით "იუტამ", რომელმაც ყველანაირი პრობლემების გარეშე, საკუთარ არენაზე "ფილადელფია" 16-ქულიანი სხვაობით გაანადგურა (107:91) და "ლეიკერსს" 1 მატჩის მოგების დისტანციზე მიუახლოვდა.
დასრულდა ზღაპარი სახელად "დენვერი". "ნაგეთსს" 15-მატჩიანი ზედიზედ მოგებათა სერია ნიუ ორლეანში შეწყდა. გრეივის ვასკესისა და ერიკ გორდონის გარეშე დარჩენილმა "ჰორნეთსმა" გადაღლილ მეტოქეს მაინც ძალიან იოლად, 24 ქულიანი სხვაობით მოუგო - 110:86. მატჩის MVP "ნიუ ორლეანის" სათადარიგო გამთამაშებელი ბრაიან რობერტსი გახდა, რომელმაც თავი 13 ქულითა და 18 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
"მაიამი" უპრობლემოდ აგრძელებს ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერიას. "ჰიტმა" მიჯრით 27-ე გამარჯვება იზეიმა და ამჯერად მისი მსხვერპლი ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი "ორლანდო" აღმოჩნდა - 108:94.
"მეჯიქის" მთავარ მწვრთნელ ჟაკ ვონს გადაწყვეტილი აქვს, რომ რეგულარულის დარჩენილ მატჩებში ახალგაზრდა მოთამაშეებს დაუთმოს მეტი სათამაშო დრო და თავის გამოჩენის საშუალება მისცეს. სწორედ ამის გამო, მასპინძლები მოქმედ ჩემპიონებს გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდნენ და გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა "ორლანდოს" კიდევ ერთი მარცხი.
დუეინ უეიდის არყოფნაში, გუნდის ლიდერობა ისევ ლებრონ ჯეიმსმა აიღო საკუთარ თავზე. მას ერთადერთი მოხსნა დააკლდა მორიგ სამმაგ დუბლამდე - 24 ქულა, 11 პასი, 9 მოხსნა.
"ვაშინგტონი" ჯონ უოლთან და მის გარეშე ორი სრულიად გასნხვავებული გუნდია. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღევანდელ მატჩში, რომელშიც "ვიზარდსმა" საკუთარ არენაზე "მემფისს" უმასპინძლა და 107:94 იმარჯვა. უოლმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ჩაუგდო რა "გრიზლისს" 47 ქულა და პირადად მოაგებინა საკუთარ გუნდს.
ტრავმებით დასუსტებული "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "ინდიანას" ესტუმრა და დასანანი მარცხიც იწვნია - 94:100. "ჰოუქსის" სასტარტო ხუთეულში დაიწყეს პეტრომ და დანტე ჯონსმა, რამაც დადებითი შედეგი ნამდვილად ვერ მოიტანა ლარი დრიუს გაწვრთნილი გუნდისთვის. ჯოშ სმიტი იძულებით მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე ირჯებოდა, რითაც მშვენივრად ისარგებლა "პეისერსმა", ჰიბერტისა და პენდერგრაფის წყვილმა სამწამიანი ზონა დაიპატრონა. "ატლანტას" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ისევ ტრავმირებულია და დღითიდღე უფრო მეტად ეტყობა მის გუნდს, თუ როგორი მნიშვნელოვანი ფიგურაა ზაზა "ჰოუქსისთვის".
გოლდენ სტეიტი - ლეიკერსი 109:103 (28:16, 35:24, 31:36, 15:27)
გოლდენ სტეიტი: კარი (25+10პ+7მ), ტომპსონი (22), ბოგატი (4), ლი (23), ბარნსი (10); ეზელი (4), ლენდრი (2), ჯეკი (19), გრინი
ლეიკერსი: ნეში (21+9მ+7პ), ბრაიანტი (36), ჰოვარდი (11+15მ), გასოლი (7), ვორლდ ფისი (7); მიქსი (13), კლარკი, ჯეიმისონი (5), ბლეიკი (3)
ნიუ ორლეანი - დენვერი 110:86 (27:18, 32:20, 27:30, 24:18)
ნიუ ორლეანი: რობერტსი (13+18პ), მილერი (16), ლოპესი (11), დევისი (14), ამინუ (13); ტომასი (2), ანდერსონი (23), ჰენრი (2), ამუნდსონი (2), მეისონი (14)
დენვერი: მილერი (9), იგუოდალა (6), კუფოსი (3), ფარიდი (13), გალინარი (24); ჰემილტონი (7), ბრიუერი (9), მაკგი (2), მოზგოვი (2), ჩენდლერი (11)
იუტა - ფილადელფია 107:91 (27:23, 31:19, 27:26, 22:23)
იუტა: მო უილიამსი (9), ფოი (17), ჯეფერსონი (12), მილსაპი (11), ჰეიუორდი (15); უოთსონი, ფეივორსი (13), ქანთერი (12), კეროლი (2), მარ. უილიამსი (2), ბარქსი (12), ევანსი (2)
ფილადელფია: ჰოლიდეი (7), უილკინსი (13), თ. იანგი (6), თერნერი (6), ჰოუსი (14); მოუტრი (14), რაიტი (19), აივი, პარგო (2), ჯენკინსი (4), ალენი (6)
ინდიანა - ატლანტა 100:94 (26:26, 32:17, 27:20, 15:31)
ინდიანა: ოგასტინი (6), გრინი (19), ჰიბერტი (17+13მ), ტ. ჰენსბრო (12+11მ), ჯორჯი (13); იანგი (3), ბ. ჰენსბრო, ჯონსონი (15), პენდერგრაფი (14), მაინმი (1)
ატლანტა: ტიგი (10), ჰორფორდი (13), სმიტი (20), ჯონსი (3), პეტრო; ჯენკინსი (8), ტოლივერი (6), ჯონსონი (6), მაკი (10), კორვერი (7), სტივენსონი (6), სკოტი (5)
ორლანდო - მაიამი 94:108 (28:28, 18:27, 22:23, 26:30)
ორლანდო: ნელსონი (27+12პ), მური (13), ჰარკლსი (7), ო’ქუინი (12), ჰარისი (20); უდრიჰი (7), ლემბი (2), ჯონსი (6)
მაიამი: ჩელმერსი (17), მილერი (7), ბოში (12), ჯეიმსი (24+9მ+11პ), ჰასლემი (6); ალენი (12), ანდერსენი (7), კოული (9), ლუისი (11), ბეტიე (3)
ვაშინგტონი - მემფისი 107:94 (26:24, 29:31, 21:19, 31:20)
ვაშინგტონი: უოლი (47+7მ+8პ), ოკაფორი (21), სინგლტონი (10), ბუკერი (7), ტემპლი (7); სერაფინი (4), უესლი (2), მარტინი (9)
მემფისი: კონლი (23), ალენი (3), არტური (6), რენდოლფი (10), პრინსი (8); პოინდექსტერი (14), დეი (5), ლუერი (2), ბეილესი (14), დევისი (9)