კალათბურთი

11:31 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსის" მოულოდნელი მარცხი "ვაშინგტონთან"

 

"ლეიკერსმა" რეგულარული გათამაშების წინა ტურში მოულოდნელი მარცხი იწვნია არიზონაში კონფერენციის აუტსაიდერ "ფინიქსთან" 76:99. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მაიკ დანტონიმ უარყოფითი შედეგი გუნდის ლიდერების - კობი ბრაიანტის და პო გასოლის (ტრავმები) არყოფნას დააბრალა.

დღეს გამთენიისას Staples Center-ში კალიფორნიელებმა დედაქალაქურ "ვაშინგტონს" უმასპინძლეს, სასტარტო ხუთეულში დაუბრუნდათ ესპანელი მძიმე ფორვარდიც და "შავი მამბაც", თუმცა "ლეიკერსმა" ამჯერადაც წააგო - 100:103, იგებდა რა პირველი ტაიმის შემდეგ 16 ქულიანი ჰანდიკაპით (57:41).

"ვიზარდსის" სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ტრევორ არიზამ სეზონის მატჩი ჩაატარა - მასპინძლებს 7-სამქულიანი ჩაუგდო და შეხვედრა 25 ქულით დახურა, შეუდარებლად კარგი იყო ჯონ ვოლი, რომელიც ქულებასაც დიდი წარმატებით იხვეჭდა (24ქ) და თანაგუნდელებსაც მშვენიერი პასებით ამარაგებდა (16პ).

მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 5 წამით ადრე, "ტბელთა" ჩამორჩენა 2 ქულას შეადგენდა, კობი ბრაინტმა საშუალო დისტანციიდან ნატყორცნი ააცილა, რის შემდეგ ტაქტიკური ფოლის აღება მოუხდათ ვოლზე, "ვაშინგტონის" ძირითადმა გამთამაშებელმა უშეცდომოდ ისროლა საჯარიმოს ხაზიდან და საკუთარი გუნდის უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა - 101:97. საპასუხო შეტევაში კობიმ რთული სიტუაციიდან სწრაფი სამიანი ჩასვა - 100:101. სათამაშო დრო 2 წამიღა რჩებოდა და კვლავ ჯონზე დაჯარიმდნენ მასპინძლები, ვოლმა ამჯერადაც უშეცდომოდ ისროლა ერთქულიანები - 103:100. უკანასკნელი შეტევა ისევ "შავმა მამბამ" განახორციელა, თუმცა ვეღარ შეძლო მორიგი სასწაულის ჩადენა, მისი ნატყორცნი აღარ ჩაეშვა მეტოქის კალათში და "ვაშინგტონმა" გასვლაზე ხმაურიან გამარჯვებას მიაღწია.

მცირე კრიზისის შემდეგ ნელ-ნელა გონს მოდის "ნიუ იორკი". კარმელო ენტონის დაბრუნებასთან ერთად "ნიქსი" წარმატებით ათამაშდა და ზედიზედ მეორე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. მაიკ ვუდსონი დამოძღვრილმა გუნდმა ამჯერად კანადაში რუდი გეით გაძლიერებული "ტორონტო" დაამარცხა 5-ქულიანი სხვაობით - 99:94.

"მელოს" მონაგარი 37 ქულა და ლომის წვლილი დაიდო საკუთარი გუნდის წარმატებაში. ტაისონ ჩენდლერის არყოფნაში ცენტრის პოზიციაზე ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს დამატებული კენიონ მარტინი დადგა, რომელმაც მშვენივრად იმუშავა მთელი შეხვედრის განმავლობაში და მისი მონაგარი ორმაგი დუბლია - 19 ქულა+11მოხსნა.

"პორტლენდი" მშვენიერ სპორტულ ფორმაში იმყოფება. გასვლაზე "ჩიკაგოს" დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ, "ბლეიზერსმა" დღეს გამთენიისას სტუმრად კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა - "ატლანტას" 104:93 მოუგო.

"ჰოუქსის" შემადგენლობაში კვლავ არ ყოფილა ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელიც ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, მის გარეშე კი ჯორჯიულ კლუბს აგრესიულობა დააკლდა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ჯეფ ტიგმა 21 ქულა ჩააგდო, ელ ჰორფორდმა და ჯოშ სმიტმა თავი მორიგი ორმაგი დუბლებით გამოიჩინეს, თუმცა ეს ყველაფერი წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ტრავმირებული მოთამაშეების არყოფნაში "ატლანტას" მეორე ხუთეული ძალიან დასუსტებულია და კლუბს ვერაფრით ეხმარება. მატჩის გმირი ვესლი მეტიუსი გახდა, რომელმაც ჯორჯიის შტატის წარმომადგენლებს 28 ქულა ჩაუგდო და ყველა გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავად ითამაშა.

 

ლეიკერსი - ვაშინგტონი 100:103 (35:19, 22:22, 17:31, 26:31)

ლეიკერსი: ნეში (9), ბრაიანტი (21+11პ), ჰოვარდი (20+15მ), გასოლი (4), ვორლდ ფისი (9); მიქსი (16), კლარკი (5), ჯემისონი (11), ბლეიკი (5)

ვაშინგტონი: ვოლი (24+16პ), კოლინსი (2), ნენე (15), ვებსტერი (13), ტემპლი (10); სერაფინი (12), მარტინი, ბუკერი (2), არიზა (25)

 

ტორონტო - ნიუ იორკი 94:99 (22:25, 15:25, 34:27, 23:22)

ტორონტო: ლოური (9), დეროზანი (18),ვალანჩუნასი (10), გეი (4), ფილდსი (4); ჯონსონი (4), როსი (5), ანდერსონი (35)

ნიუ იორკი: შამპერტი (5), მარტინი (19+11მ), ენტონი (37), ფელტონი (7), პრიჟიონი (2); კოუპლენდი (3), სმიტი (14),კიდი (7), ნოვაკი (5)

 

ორლანდო - ოკლაჰომა 89:97 (14:22, 20:25, 32:23, 23:27)

ორლანდო: ნელსონი (16+10პ), ჰარკლესი (25),ჰარისი (10+15მ), აფლალო (6), ოქვინი (11); უდრიხი (13), მური (2),ლემბი (2),ნიკოლსონი (4), ჯონსი

ოკლაჰომა: ვესტბრუკი (19), სეფალოშა (5), პერკინსი (6), იბაკა (14+13მ), დურანტი (25); მარტინი (15), კოლისონი (11), ფიშერი, ბრიუერი, ჯექსონი (2)

 

ინდიანა - მილუოკი 102:78 (23:23, 22:20, 28:11, 29:24)

ინდიანა: ჰილი (6), სტივენსონი (5), ჰიბერტი (11), ტ.ჰენსბროუ (22+12მ), ჯორჯი (20); ჯონსონი (2), პენდერგრაფი (10), იანგი (2), ბ.ჰენსბრო (2), გრინი (2), მაინმი (10), ოგუსტინი (10)

მილუოკი: ჯენინგსი (4), ელისი (22),სანდერსი (6), დანიელსი (8),დალამბერი (10+13მ); დანლივი (7), იუდო (7), რედიკი (2), ჰენსონი (6), აიონი (2),სმიტი (4)

 

ატლანტა - პორტლენდი 93:104 (24:21, 21:24, 31:28, 17:31)

ატლანტა: ტიგი (21), ჰორფორდი (15+17მ), სმიტი (24+10მ), კორვერი (6), სტივენსონი (3); ჰარისი (8), ჯენკინსი (8), ჯონსი (2), ჯონსონი (6)

პორტლენდი: ლილარდი (22), მეტიუსი (28), ჰიქსონი (15+10მ), ოლდრიჯი (20+13მ), ბატუმი (5); ლეონარდი (4), მეინორი (8), ბარტონი (2)

 

მაიამი - დეტროიტი 103:89 (22:28, 29:26, 22:14, 30:21)

მაიამი: ჩელმერსი (11), ვეიდი (19), ბოში (5), ჯეიმსი (29), ჰასლემი (4); ალენი (2), ანდერსენი (9), კოული (10), ჯონსი (3), ბეტიე (11)

დეტროიტი: სტაკი (11), სინგლერი (18), მონრო (23+15მ), მაქსიელი (6), კალდერონი (18); ჯერებკო (9), ბაინამი (2), ვილიანუევა 2),ინგლიში

 

ნიუ ორლეანი - მემფისი 90:83 (14:21, 34:22, 19:15, 23:25)

ნიუ ორლეანი: გორდონი (11), ვასკესი (12), ლოპესი (23+10მ), დევისი (18+15მ), ამინუ (6); ამუნდსონი (2), ანდერსონი (8),მილერი (2), რობერტსი (8)

მემფისი: კონლი (20), ალენი (8), გასოლი (16), რენდოლფი (14), პრინსი (7); პოინდექსტერი (4), ბეილისი (12), დევისი (2)

 

ჰიუსტონი - კლივლენდი 116:78 (28:25, 30:18, 29:18, 29:17)

ჰიუსტონი: ლინი (4), ჰარდენი (20), აშიკი (13+11მ), მოტეიუნასი (10), პარსონსი (13); ბევერლი (11), რობინსონი (15), სმიტი (4),ანდერსონი (11),დელფინო (8), გარსია (7)

კლივლენდი: ლივინგსტონი (14), ელინგტონი (13),ზელერი (2), ტომფსონი (8), ჯი (11); მაილსი (9), ვოლტონი (7), სპეიტსი (6), ქუინი (4), კასპი, გიბსონი

 

დალასი - ბოსტონი 104:94 (30:21, 25:23, 24:24, 25:26)

დალასი: მ.ჯეიმსი (7), მეიო (10), ნოვიცკი (22), მერიონი (11), რაიტი (23); ბ.ჯეიმსი, კარტერი (19), კოლისონი (8), კამანი (4), კრაუდერი

ბოსტონი: ლი (5), ბრედლი (9), გარნეტი (16+12მ), ბასი (16+11მ), პირსი (16); ვილკოქსი (5), გრინი (10), ტერი (8), კროუფორდი (9)

 

სან ანტონიო - იუტა 104:97 (18:21, 20:20, 25:24, 27:25, 14:7)

სან ანტონიო: პარკერი (22), გრინი (15), ლეონარდი (21), სპლიტერი (5), დანკანი (19+16მ); ჟოზეფი (2), ჯექსონი, დიაუ (6), ჯინობილი (5), ბონერი (5), დე კოლო (2), ბლერი (2)

იუტა: მო.უილიამსი (23), ფოი (8), ჯეფერსონი (18+13მ), მილსაპი (11), ჰაივარდი (5); მა. უილიამსი (9), ბარქსი (14), ფეივორსი (6), კანტერი (3)

 

ფინიქსი - მინესოტა 86:117 (18:31, 21:36, 30:28, 17:22)

ფინიქსი: დრაგიჩი (13+10პ), ჯონსონი (7), სკოლა (17), მარკიფ მორისი (7), ტაკერი (11); მარკუს მორისი (3), გარეტი (4), მარშალი (3), ჰადადი (6), ბრაუნი (4), ბისლი (11)

მინესოტა: რიდნური (12), რუბიო (12), პეკოვიჩი (11), კირილენკო (20), უილიამსი (4); კანინგემი (18), ბადინგერი (11), ბარეა (5), შვედი (6), ჯონსონი (2),სტიმსმა (14+10მ), ჟელაბალი (2)

 

დასავლეთ კონფერენცია

1.           სან ანტონიო                 69      53      4        3       16      7207:6653       0.768     
2. ოკლაჰომა 70 51 4 2 19 7439:6806 0.729
3. დენვერი 70 48 4 1 22 7420:7079 0.686
4. კლიპერსი 69 47 0 1 22 6954:6498 0.681
5. მემფისი 68 46 4 1 22 6341:6068 0.676
6. გოლდენ სტეიტი 70 39 2 2 31 7031:7016 0.557
7. ჰიუსტონი 69 38 0 3 31 7349:7091 0.551
8. ლეიკერსი 70 36 2 0 34 7145:7076 0.514
9. იუტა 69 34 3 3 35 6746:6807 0.493
10. დალასი 69 33 1 8 36 7003:7050 0.478
11. პორტლენდი 69 33 5 1 36 6789:6864 0.478
12. საკრამენტო 69 25 0 4 44 6879:7224 0.362
13. მინესოტა 67 24 1 1 43 6351:6546 0.358
14. ნიუ ორლეანი 70 24 1 3 46 6571:6828 0.343
15. ფინიქსი 70 23 3 2 47 6600:7042 0.329

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1.           მაიამი                            68      54       5       1       14      7029:6513        0.794    
2. ინდიანა 69 43 2 3 26 6523:6181 0.623
3. ნიუ იორკი 67 41 0 1 26 6621:6427 0.612
4. ბრუკლინი 68 40 5 0 28 6516:6418 0.588
5. ატლანტა 69 38 4 1 31 6731:6701 0.551
6. ჩიკაგო 67 36 3 2 31 6212:6188 0.537
7. ბოსტონი 68 36 7 4 32 6527:6511 0.529
8. მილუოკი 68 34 3 2 34 6712:6810 0.500
9. ფილადელფია 68 26 2 1 42 6286:6554 0.382
10. ტორონტო 69 26 2 7 43 6726:6846 0.377
11. ვაშინგტონი 68 25 0 5 43 6320:6478 0.368
12. დეტროიტი 70 23 0 3 47 6595:6926 0.329
13. კლივლენდი 69 22 0 1 47 6706:7001 0.319
14. ორლანდო 70 18 0 3 52 6595:7063 0.257
15. შარლოტი 68 16 3 1 52 6346:7005 0.235
0.254471