კალათბურთი

12:03 | 11.03.2013 | ნანახია 1488 - ჯერ

"ლეიკერსი" პლეი ოფის ზონაშია

  "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" რეგულარული გათამაშების გადამწყვეტ პერიოდში მობილიზაცია მოახდინა და უკანასკნელ 10 თამაშში მერვე გამარჯვება იზეიმა. ამჯერად Staples Center-ში კალიფორნიელებმა მწირქულიან მატჩში 90:81 დაამარცხეს "ჩიკაგო" და ამ წარმატების ხარჯზე საპლეიოფო ზონაში შეაღწიეს.
შეხვედრის სანახაობრივმა მხარემ არ გაამართლა მაყურებელთა იმედები. ორივე გუნდი დაბალი პროცენტული მაჩვენებლით უტევდა მეტოქის კალათს, დაცვაში კი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. საინტერესო გახლდათ დუაიტ ჰოვარდისა და ჟოაკიმ ნოას დაპირისპირება სამწამიან ზონაში. "სუპერმენმა" 16 ქულა და 21 მოხსნა მოაგროვა, თავის მხრივ, ფრანგმა ცენტრმა მეტოქის ფარიდან ასხლეტილი ბურთი ათჯერ დაისაკუთრა, რაც უდავოდ შესანიშნავი შედეგია. პოზიციურ თამაშში ჩათრეული "ლეიკერსი" ყველანაირად ცდილობდა, გამოეყენებინა სტუმართა რიგებში წამყვანი მოთამაშეების არყოფნა (როუზი, ჰემილტონი). კობი ბრაიანტმა 19 ქულა ჩააგდო, შედეგიანი გახლდათ სტივ ნეში (16), ასევე ნორმალურად გაისარჯნენ სათადარიგოთა სკამიდან შემოსული სტივ ბლეიკი და ჯოდი მიქსი. "ტბელებმა" რეგულარულის ბოლოსკენ დაალაგეს თამაში და უკვე ცდილობენ, ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციებით გავიდნენ ფონს და არა "შავი მამბას" ინდივიდუალური ოსტატობით.
ტომ ტიბოდოს გუნდი თავგანწირვით იბრძოდა და ნეით რობინსონის კარგი გარჯის შედეგად ინარჩუნებდა მატჩში ინტრიგას. "ჩიკაგო" მეოთხე მეოთხედის სტარტზე 12 ქულას აგებდა, რაც საბოლოოდ ამოუქაჩავ ჩამორჩენად ექცათ.
დღევანდელი წარმატების შემდეგ "ლეიკერსმა" სეზონში 31 მარცხის წილ 33-ე გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 საფეხურამდე ამაღლდა.
"ოკლაჰომამ" საკუთარ არენაზე ტრავმებისგან გატანჯულ "ბოსტონს" უმასპინძლა. კევინ დურანტისა და რას ვესტბრუკის სუპერდუეტმა ამჯერადაც იმძლავრა და "თანდერს" 12-ქულიანი გამარჯვება მოუტანა - 91:79.
"სელტიქსი" მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდა, დაბალი სათამაშო ტემპი შეეთავაზებინა მეტოქისთვის, რადგან სისწრაფეში ძირითადად ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ "ოკლაჰომას" აშკარად ჩამორჩებოდნენ. კევინ გარნეტმა ორმაგი დუბლი მიითვალა 10 ქულა+11 მოხსნა, პოლ პირსმა 20 ქულა დააგროვა და ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, "ბოსტონი" სამი მეოთხედის განმავლობაში ტოლ-სწორად ეთამაშებოდა მასპინძლებს, თუმცა მათ მეოთხე მეოთხედის სტარტი ჩააგდეს, რის შედეგადაც "ოკლაჰომა" დიდი სხვაობით გაიჭრა წინ, რას ვესტბრუკმა, "დურანტულამ" და კევინ მარტინმა მორიგეობით ჩააგეს ბურთი, საშუალო დისტანციიდან კენდრიკ პერკინსმაც გამოიჩინა თავი და "თანდერმა" უდიდესი ნაბიჯი გადადგა გამარჯვებისკენ. დარჩენილ მცირე დროში ჯეისონ ტერიმ ზედიზედ ორი სამქულიანი ჩასვა, გაქტიურდა ჯეფ გრინიც, მაგრამ სკოტ ბრუქსის სწორი ტაიმ-აუტების და ტაქტიკის შედეგად, მასპინძლებმა ყველანაირი პრობლემების გარეშე მოიპოვეს სეზონში 47-ე გამარჯვება.
შეხვედრის გმირი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც "ო-ქეი-სის" 23 ქულა მოუტანა. დღევანდელი წარმატების შემდეგ, "ოკლაჰომამ" კიდევ უფრო განიმტკიცა დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი და სახიფათო დისტანციაზე მიუახლოვდა ლიდერ "სან ანტონიოს".

ოკლაჰომა - ბოსტონი 91:79 (23:22, 27:23, 18:20, 23:14)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (15), სეფოლოშა (8), პერკინსი (6), იბაკა (7), დურანტი (23); მარტინი (12), კოლისონი (8), ფიშერი (6), ბრიუერი, ჯექსონი (6)
ბოსტონი: ლი (8), ბრედლი (12), გარნეტი (10+11მ), ბასი (6), პირსი (20); უილკოქსი (2), გრინი (8), ტერი (9), კროუფორდი (4), უილიამსი

ლეიკერსი - ჩიკაგო 90:81 (20:16, 24:24, 29:21, 17:20)
ლეიკერსი: ნეში (16), ბრაიანტი (19), ჰოვარდი (16+21მ), კლარკი (11), ვორლდ ფისი (12); მიქსი (10), ჯეიმისონი (6), ბლეიკი
ჩიკაგო: რობინსონი (19), ბელინელი (11), ნოა (18+17მ), ბუზერი (12+10მ), დენგი (11); ბატლერი (5), მოჰამედი (5)

ტორონტო - კლივლენდი 100:96 (20:27, 26:28, 33:19, 21:22)
ტორონტო: ლოური (15), დეროზანი (13), ვალანჩუნასი (11), როსი (14), ჯონსონი (17+16მ); ფილდსი (9), ანდერსონი (18), ლუკასი (3), ტელფეირი
კლივლენდი: ირვინგი (12), უეიტერსი (21), ზილერი (8), ტომპსონი (11), ჯი (4); მაილსი (15), უოლტონი (3), სპეითსი (11), ლივინგსტონი (4)

ორლანდო - ფილადელფია 99:91 (28:30, 28:21, 17:21, 26:19)
ორლანდო: ნელსონი (24+10პ), ჰარისი (15), ჰარკლსი (4), ვუჩევიჩი (14+17მ), აფლალო (17); ჰარინგტონი (8), უდრიჰი (10), მური (5), ჯონსი (2)
ფილადელფია: ჰოლიდეი (8), უილკინსი (16), თ. იანგი (26+12მ), თერნერი (6), ჰოუსი (15); ჯენკინსი (6), რაიტი (9), აივი (3), ალენი (2)

მაიამი - ინდიანა 105:91 (29:20, 27:26, 23:19, 26:26)
მაიამი: ჩელმერსი (26), ვეიდი (23), ბოში (24), ჯეიმსი (13), ჰასლემი; ალენი (11), ანდერსონი (6), კოული, ბეტიე (2),
ინდიანა: ჰილი (7), სტივენსონი (6), ჰიბერტი (16), ვესტი (24), ჯორჯი (10); იანგი, ტ.ჰენსბრო (4), ჯონსონი (8), მაინმი (2), ოგუსტინი (14)

ნიუ ორლეანი - პორტლენდი 98:96 (22:22, 31:22, 23:25, 22:27)
ნიუ ორლეანი: რობერტსი (9), ვასკესი (20), ლოპესი (6), დევისი (18+10მ), ამინუ; ტომასი (7), ანდერსონი (20+13მ), მილერი (8), მეისონი (10),
პორტლენდი: ლილარდი (20), მეტიუსი (24), ჰიქსონი (14+14მ), ოლდრიჯი (16), ბატუმი (11); მეინორი (7), ბარტონი (4), ბაბიტი, ჯეფრისი

მინესოტა - დალასი 77:100 (20:21, 24:35, 17:22, 16:22)
მინესოტა: რიდნური (7), სტიმსმა (10), უილიამსი (18), რუბიო (7), ჟელაბალი (13); კანინგემი (2), ბარეა (16), ჯონსონი (4), შვედი
დალასი: მ. ჯეიმსი (3), მეიო (8), კამანი (8), კრაუდერი (7), ნოვიცკი (16); კოლისონი (9), რაიტი (13), კარტერი (22), ბრენდი (10), ბობუა (2), მოროუ (2)

საკრამენტო - მილუოკი 113:115 (29:26, 21:35, 30:24, 33:30)
საკრამენტო: ტომასი (14), ევანსი (20), კაზინსი (24+10მ), ტომპსონი (18), სალმონსი (5); ჰოუსი (2), ტორნტონი (9), პატერსონი (4), ფრედიტი (14), ოლდრიხი (3)
მილუოკი: ჯენინგსი (16), ელისი (29), დალამბერი (10+11მ), მბა ა მუტე (7), იუდო (10); დენიელსი (9), დანლივი (16), აიონი (12), ჰენსონი (6)

კლიპერსი - დეტროიტი 129:97 (32:22, 38:30, 28:18, 31:27)
კლიპერსი: პოლი (20+14პ), ბილაფსი (10), ჯორდანი (13), გრიფინი (22), ბატლერი (15); ჰილი (2), გრინი (11), ვეინსი (2), ოდომი (2), ჰოლინზი (9), ტურიაფი (4), ბარნსი (16)
დეტროიტი: ნაითი (10), სინგლერი (6), მონრო (10), მაქსიელი (3), კალდერონი (18); მიდლტონი (9), სტაკი (7), ჯერებკო (14), ბაინამი (10), ვილიანუევა (5), კრავცოვი (5)

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1. სან ანტონიო 63 48 3 3 15 6600:6059 0.762
2. ოკლაჰომა 63 47 4 1 16 6722:6116 0.746
3. კლიპერსი 65 45 0 1 20 6574:6134 0.692
4. მემფისი 61 42 3 1 19 5714:5453 0.689
5. დენვერი 64 42 3 1 22 6774:6490 0.656
6. გოლდენ სტეიტი 64 35 2 2 29 6445:6489 0.547
7. ჰიუსტონი 64 34 0 3 30 6836:6631 0.531
8. ლეიკერსი 64 33 2 0 31 6559:6486 0.516
9. იუტა 63 32 3 2 31 6193:6229 0.508
10. დალასი 62 29 1 8 33 6273:6337 0.468
11. პორტლენდი 62 29 5 1 33 6077:6186 0.468
12. მინესოტა 60 21 1 1 39 5664:5874 0.350
13. ფინიქსი 63 22 3 2 41 5963:6308 0.349
14. ნიუ ორლეანი 64 22 1 3 42 6042:6265 0.344
15. საკრამენტო 65 22 0 4 43 6439:6833 0.338

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 61 47 5 1 14 6312:5866 0.770
2. ნიუ იორკი 60 38 0 1 22 5999:5749 0.633
3. ინდიანა 63 39 2 3 24 5924:5652 0.619
4. ბრუკლინი 63 37 5 0 26 5986:5931 0.587
5. ჩიკაგო 63 35 3 1 28 5813:5754 0.556
6. ბოსტონი 62 34 7 4 28 5953:5939 0.548
7. ატლანტა 62 34 4 1 28 6038:6003 0.548
8. მილუოკი 61 32 3 2 29 6032:6078 0.525
9. ტორონტო 64 25 2 7 39 6260:6342 0.391
10. ფილადელფია 62 23 2 1 39 5715:5966 0.371
11. დეტროიტი 65 23 0 3 42 6136:6384 0.354
12. კლივლენდი 63 21 0 1 42 6149:6371 0.333
13. ვაშინგტონი 61 20 0 5 41 5596:5800 0.328
14. ორლანდო 64 18 0 3 46 6029:6427 0.281
15. შარლოტი 63 13 3 1 50 5854:6519 0.206

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.122
1488