კალათბურთი

11:06 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსი" კვლავ აგებს....

 

"მილუოკის" მიმდინარე რეგულარულში ზედიზედ 4 მატჩი ქონდა წაგებული, რის გამოც მათ ფაქტიურად დაკარგეს შანსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე პოზიციამდე აღზევების და გარანტირებულად, პლეი ოფის პირველ რაუნდში მოქმედ ჩემპიონ "მაიამისთან" მოუწევთ საქმის გარჩევა. წარუმატებელი სერიის გამო  "ბაქსს" საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია სჭირდებოდა, რაც მათ მშვენივრად მოახერხეს. ჯიმ ბოილანის დამოძღვრილებმა ბრწყინვალე გუნდური კალათბურთი აჩვენეს (სასტარტოს ყველა წევრმა 16 ან მეტი ქულა დააგროვა) და საკუთარ BMO Harris Bradley Center-ში 10 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს პლეიოფის საგზურისათვის მებრძოლი "ლეიკერსი" 113:103.

შეხვედრა სტუმრებმა გაცილებით უკეთესად დაიწყეს და საწყისი წუთები მათი უპირატესობით წარიმართა. კობი ბრაიანტმა პირველ მეოთხედში 10 ქულა ჩაუგდო მეტოქეს, ჯოდი მიქსმა შორი დისტანციიდან ჩასვა სამიანი, ახლო დისტანციიდან შედეგიანი გახლდათ პო გასოლი  და "ლეიკერსიც" წინ გაიჭრა 25:18.

მეორე პერიოდის სტარტზე მაიკ დანტონიმ კანადელი გამთამაშებელი სტივ ნეში პარკეტზე დააბრუნა, რამაც შედეგი მყისიერად მოიტანა, კალიფორნიულმა გუნდმა მეტოქეს კიდევ ერთი მცირე გაქცევა მოუწყო და 44:33 დაწინაურდა. მასპინძლები დროულად გამოფხიზლდნენ, 3 წამიან ზონაში ამუშავდა ლარი სანდერსი, გააქტიურდა უკანახაზელთა რეაქტიული დუეტი მონტა ელისისა და ბრენდონ ჯენინგსის შემადგენლობით,  რის შედეგადაც "მილუოკიმ" თამაშის დაქაჩვა დაიწყო. ბოლო წამებზა ილიასოვამ სამქულიანი გაისროლა და დიდ შესვენებაზე "ბაქსის" ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულასღა შეადგენდა 53:56.

მესამე მეოთხედის დაწყებიდან 4 წუთში პო გასოლის ზუსტი "ლეიაფის" შემდეგ "ლეიკერსმა" დაიბრუნა 5 ქულიანი უპირატესობა, თუმცა მალევე მასპინძლებმა ილიასოვას და ჯენინგსისი მონდომების და კალიფორნიელთა უამრავი უაზრო დაკარგვების შედეგად საპასუხოდ 9:0 გაქცევა მოაწყვეს და ანგარიშშიც წინ გაიჭრნენ 82:77.

მეოთხე მეოთხედის პირველ ნახევარში მაიკ დანტონიმ დასვენების საშუალება მისცა გუნდის ლიდერებს პო გასოლს, კობი ბრაიანტს და სტივ ნეშს, რითაც მშვენივრად ისარგებლა  "მილუოკიმ". შესანიშნავი სათამაშო პერიოდი გამოუვიდა მონტა ელისს, რომელმაც მოაოხრა კალიფორნიელთა კალათი და 10 ქულამდე გაზარდა საკუთარი კლუბის უპირატესობა. დარჩენილ დროში  "ლეიკერსმა" დიდი მცდელობების მიუხედავად, ვეღარ შეძლო მატჩში ანგარიშის  დაქაჩვა და მტკივნეული მარცხიც იწვნია.

შეხვედრის MVP ლარი სანდერსი გახდა, რომელმაც თავი 21 ქულით და 13 მოხსნით გამოიჩინა, იგი მტკიცედ დაუდგა დუვაიტ ჰოვარდს (15 ქულა+15მოხსნა) სამწამიან ზონაში, ზედმეტი არაფერი გააბედინა და რიგ ეპიზოდებში დაჩაგრა კიდეც.

"ლეიკერსის" შემადგენლობაში საუკეთესო კობი ბრაიანტი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა იყო, თუმცა ისიც აღნიშვნის ღირსია, რომ "შავმა მამბამ" თამაშიდან არცთუ ისე კარგი პროცენტული მაჩვენებლით ისროლა (6-17). მის წინააღმდეგ დაცვაში მშვენივრად ითამაშა მარკუს დანიელსმა და "მილუოკის" კობის წინააღმდეგ ორმაგი მეურვეობის დაყენება აღარც დასჭირდა მთელი შეხვედრის განმავლობაში. მატჩის დასრულების შემდეგ ბრაიანტი პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, კლუბის საინფორმაციო სამსახურის უფროსის განცხადებით  კალიფორნიული კლუბის ლიდერს მცირე ტრავმა აქვს, ასევე დაზიანება მიიღო მესამე მეოთხედის მიმდინარეობისას კანადელმა გამთამაშებელმა სტივ ნეშმაც.

 

მილუოკი - ლეიკერსი 113:103 (18:25, 35:31, 29:21, 31:26)

მილუოკი: ჯენინგსი (20), ელისი (18+7მ+9პ), სანდერსი (21+13მ), ილიასოვა (20), დანიელსი (16); იუდო (3), რედიკი (7), დალამბერი (2), სმიტი (2), მბა მუტე (2), დანლივი (2)

ლეიკერსი: ნეში (16), მიქსი (11), ჰოვარდი (15+15მ), გასოლი (12), ბრაიანტი (30); ჯეიმისონი (13), კლარკი, ბლეიკი (6)

 

იუტა - ფინიქსი 103:88 (34:23, 19:21, 22:27, 28:17)

იუტა: მო უილიამსი (8), ფოი (12), ჯეფერსონი (25), მილსაპი (12), ჰეივარდი (25); ფეივორსი (9), ტინსლი, კანტერი, მა. უილიამსი (5), ბარქსი (5), ევანსი (2)

ფინიქსი: მარშალი (7), ჯონსონი (22), სკოლა (20), მარკიფ მორისი (10), ტაკერი (4); დადლი (10), ჰადადი, გარეტი (8), ო’ნილი (3), ბისლი (2), ბრაუნი (2)

 

დალასი - ინდიანა 78:103 (18:23, 23:18, 17:34, 20:28)

დალასი: მ.ჯეიმსი, მეიო (7), რაიტი (4), მერიონი (8), ნოვიცკი (21), კარტერი (14), ბრენდი (5), კოლისონი (10), კამანი, კრაუდერი (3)

ინდიანა: ჰილი (10), ვესტი (7), სტივენსონი (6), ჰიბერტი (16), ტ.ჰენსბრო (13), ჯონსონი (12), ჯორჯი (24); გრინი, მაინმი (9), ოგუსტინი (6), პენდერგრაფი

 

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1
სან ანტონიო 71 54 4 3 17 7402:6848 0.761
2
ოკლაჰომა
72 53 4 2 19 7645:6969 0.736
3
კლიპერსი
72 49 0 2 23 7262:6793 0.681
4
დენვერი
73 49 4 1 24 7706:7384 0.671
5. მემფისი
71 47 4 1 24 6646:6389 0.662
6
გოლდენ სტეიტი
73 41 2 2 32 7339:7316 0.562
7
ჰიუსტონი
71 39 0 3 32 7536:7286 0.549
8
ლეიკერსი
73 37 2 0 36 7471:7415 0.507
9
იუტა
72 36 3 3 36 7064:7099 0.500
10
დალასი
72 35 2 8 37 7303:7363 0.486
11
პორტლენდი 71 33 5 1 38 6965:7078 0.465
12
საკრამენტო
73 27 0 4 46 7299:7643 0.370
13
მინესოტა
70 25 1 1 45 6670:6852 0.357
14
ნიუ ორლეანი
72 25 1 3 47 6772:7019 0.347
15
ფინიქსი
73 23 3 2 50 6891:7364 0.315

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. მაიამი
71 56 5 1 15 7343:6785 0.789
2. ინდიანა
73 46 2 3 27 6910:6531 0.630
3. ნიუ იორკი
70 44 0 1 26 6939:6697 0.629
4. ბრუკლინი
71 42 5 0 29 6824:6712 0.592
5. ჩიკაგო
70 39 3 2 31 6504:6466 0.557
6. ატლანტა
72 40 4 1 32 7036:6988 0.556
7. ბოსტონი
71 37 7 4 34 6811:6813 0.521
8. მილუოკი
71 35 3 2 36 7016:7117 0.493
9. ფილადელფია
71 28 2 1 43 6594:6856 0.394
10. ტორონტო
71 26 2 7 45 6898:7063 0.366
11. ვაშინგტონი
71 26 0 5 45 6599:6776 0.366
12. დეტროიტი
72 24 0 3 48 6769:7122 0.333
13. კლივლენდი
70 22 0 1 48 6798:7094 0.314
14. ორლანდო
72 18 0 3 54 6797:7285 0.250
15. შარლოტი
71 17 3 1 54 6628:7314 0.239
0.199422