ვარშავის “ლეგიამ”, რომელშიც ლადო დვალიშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი, სტუმრად ბუქარესტის “სტიაუასთან” 1:1 დაასრულა.
ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 81-ე წუთზე შეცვლაზე მარეკ საგანოვსკის მაგივრად შევიდა და იმ დროის განმავლობაში რაც ითამაშა, თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია.
“სტიაუამ” ანგარიში 34-ე წუთზე იტალიელი ფორვარდის ფედერიკო პიოვაკარის დარტყმის შემდეგ გახსნა. პოლონელებმა თანაფარდობა 53-ე წუთზე აღადგინეს და თავი იაკუბ კოსეცკიმ გამოიჩინა.
ბუქარესტში ფრედ დამთავრებული მატჩიდან გამომდინარე, საპასუხო შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “ლეგიას” სასურველი შედეგის დაფიქსირებისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს.